...უელთანი მოქცევისათჳს წარმართთაჲსა, ვითარ მოსე იტყჳს: იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა; და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: აპა ესერა მიგეც შენ ნათლად წარმართთა. ესე ნათელი მიუთხრა ქრისტემან ერსა და ნათესავსა წარმართთასა მოწაფეთა მიერ თჳსთა, რომელთა ჰრქუა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი" () და შემდგომი ამისი. ესრეთ კეთილად განაცხადა პავლე, ვითარმედ არარაჲ უქმნიეს გარეშე შჯულისა, რამეთუ არა ხოლო ქრისტეს შობისათჳს და ვნებისა, არამედ მის მიერ ყოფადისა ამის წარმართთა მოქცევისა, რომელსა პავლე ქადაგებს, მრავალსა ადგილსა წინა-მოასწავებენ შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისაჲ ეგულების მითხრობად ერთა და წარმართთა. აჰა ესერა ქრისტეს ქადაგებისა ნათელი არს, რომელი დაუყენებელად მიეთხრობვის ერთა, რომელ არიან ჰურიანი, და წარმართთა, რომელ არიან ყოველნი ნათესავნი ცასა ქუეშე. რამეთუ ძუელი იგი შჯული ჰურიასტანს შინა ოდენ შეწყუდეულ იყო და ერთსა ხოლო ნათესავსა ჰურიათასა მიეთხრობვოდა, ხოლო ახალი ესე — ყოველთა კიდეთა და ყოველთა ნათესავთა მიეფინების.
სახარებაჲ მათესი 28:19
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ელი სულითა], ვითარმედ: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა, დაბადებულსა ქმნილსა ჴელთა მისთასა - სამყაროჲ“, რამეთუ ჭეშმარიტად იქმნა ესე. ვინაჲთგან შემდგომად აღდგომისა უბრძანა ქრისტემან წმიდათა მოციქულთა, ვითარმედ: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, და მერმე, დღესა მას მეერგასესა, მოუვლინა სული წმიდაჲ და აღავსნა იგინი მადლითა, განვიდეს და მოიმოწაფნეს ყოველნი წარმართნი და მიუთხრობდეს დიდებასა ღმრთისასა და საქმეთა მათ მიუთხრობელისა განგებულებისა მისისათა. ხოლო არა სიტყჳთ ოდენ აღასრულეს ქადაგებაჲ, არამედ მადლითა სულისა წმიდისაჲთა წერითცა დაგჳტევეს საიდუმლოჲ ცხორებისაჲ, რამეთუ აღწერეს წმიდაჲ სახარებაჲ ყოვლადქებულთა მახარებელთა, რომელთაცა უბრძანა სულმან წმიდამან აღწერად, და გუასწავლნეს დიდებულნი იგი საკჳრველებანი, რომელნი აღასრულნა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტე, სოფელსა შინა რაჲ იქცეოდა კაცთა თანა, და ყოველივე, რაჲ-იგი ცხორებისა ჩუენისათჳს თავს-იდვა: ჯუარ-ცუმაჲ, დაფლვაჲ და აღდგომაჲ და ზეცად ამაღლებაჲ დიდებით და დიდებული იგი მეორედ მოსლვაჲ მისი. და ამას წიგნსა უწოდეს სახარება, რამეთუ ყოვლისავე კეთილისა ხარებაჲ წერილ არს მას შინა, ვითარცა წმიდაჲ იოვანე ოქროპირი იტყჳს. [მერმე კუალად...
...ეწყუდეულ არს ქადაგებაჲ იგი, არამედ ყოველსა სოფელსა განეფინების, და მოასწავებს ცხორებასა წარმართთასა, რამე-თუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „გზასა წარმართთასა ნუ წარხუალთ“, და ეგულებოდა ამისა შემდგომად თქუმად, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, გამოაჩინებს, ვითარმედ მამასა ესრეთვე ჰნებავს; რამეთუ ესე ფრიად დააბრკოლებდა ჰურიათა და მოწაფეთა არა შეუნდობდეს ადვილად ლოცვისა შეხებად მათ თანა, ვიდრემდის მოიღეს სწავლაჲ იგი სულისა წმიდისაჲ. და რაჟამს იერუსალჱმდ მოვიდა პეტრე, ძლით შეუძლო განრომაჲ ამათთა ბრალობათაგან თხრობითა მით ტილოჲსაჲთა.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „მოეც მას ჴელმწიფებაჲ ყოველთა ჴორციელთაჲ“? ვჰრქუათ მწვალებელთა, ვითარმედ: ოდეს მიიღო მათ ზედა ჴელმწიფებაჲ, პირველ დაბადებისა მათისა ანუ შემდგომად დაბადებისა? რამეთუ იგი იტყჳს, ვითარმედ: „შემდგომად განჴორციელებისა და აღდგომისა“, ; და მაშინ იტყჳს: „მომეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“....
...ძმანო, და ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ. აჰა ესერა დაგჳდვა უფალმან საფუძველი ცხორებისაჲ, რაჟამს უბრძანა მოციქულთა, ვითარმედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა; და ასწავლიდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“.
ესე არს საფუძველი ჭეშმარიტი, ამისთჳს იტყჳს ნეტარი პავლე, ვი-თარმედ: „კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ ვინ აშენებდეს. რამეთუ საფუ-ძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისა, რომელი-იგი დადებულ არს - იესუ ქრისტე. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკსა პატიოსანსა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს“.
აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაჲ ესე მართლაღსაარებაჲ, რომელი განგჳწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხუაჲ საფუძველი ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხჳსა საფუძველისა ჴელ-ყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს.
ხოლო ჩუენ გუაქუს მტკიცე ესე და ჭეშმარიტი საფუძველი. აღვაშენებდეთ მას ზედა...
...ა კუალადცა უწოდა ქორწილად. ოდეს იგიცა მჩინებელნი მოსწყჳდნეს, მერმეღა მიჰფინა მათ ზედა რისხვაჲ თჳსი და წარმართთა უწოდა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: არა მაშინ იქმნა წოდებაჲ წარმართთაჲ, ოდეს მოციქულნი დევნნეს და მოსწყჳდნეს, არამედ მეყსეულად შემდგომად აღდგომისა ჰრქუა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველ ჯუარ-ცუმისაცა და შემდგომად ჯუარ-ცუმისა პირველად მათა მიმართ ყო ქადაგებაჲ, რამეთუ პირველ ჯუარ-ცუმისა ეტყოდა მოწაფეთა: „წარვედით ცხოვართა მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“, და შემდგომად ჯუარ-ცუმისა არავე დააყენნა, არამედ უბრძანაცა ქადაგებად მათდა. რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა, ვითარმედ: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“, არამედ რაჟამს-იგი ამაღლდებოდა ზეცად, უბრძანა, რაჲთა ჰურიათაცა უქადაგონ, და უფროჲსად პირველ სხუათასა, რამე-თუ თქუა: „შეიმოსოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყვნეთ თქუენ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა, ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“.
და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთ...
...ოლო მოძღურებაჲ იგი და მცნებანი ჩუენ ზედაცა დასხმულ არიან, ვითარცა შემდგომად აღდგომისა, წარავლენდა რაჲ მოციქულებად, უბრძანა მათ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა; და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“. რამეთუ შემდგომიცა ამისი სიტყუაჲ, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“, არა მათდა მიმართ ხოლო იყო, არამედ მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა მიმართ; და ოდეს ჰნატრიდეს მათ დევნულებათათჳს და ყუედრებათა, არა მათ ოდენ ეტყჳს, არამედ ყოველ-თა, რომელნი სახელისა მისისათჳს იდევნებიან და იტანჯებიან. ეგრეთვე მცნებანი ესე და მოძღურებანი, რომელნი მათ უბრძანნა, ჩუენ ყოველთა მომართ არიან, რამეთუ ყოველსავე კაცთა ბუნებასა ასწავლიდა, ვითარცა-იგი ყოვლისა მის კაცობრივისა ბუნებისა ჰნებავს ცხორებაჲ. ამისთჳს გულსმოდგინედ და გულისჴმის-ყოფით ვისმინნეთ საკჳრველნი იგი სიტყუანი და სულთა განმანათლებელნი მცნებანი, ვისმინნეთ, მორწმუნენო, და აღსრულებად ვისწრაფოთ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“ (5,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი...
...-თუ წეს ესრეთ იყო, რაჲთამცა ჰურიანი პირველ მოსრულ იყვნეს სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო ვინაჲთგან იგინი ნეფსით განმცემელ იქმნეს აზნაურებისა თჳსისა, ამისთჳს წინაუკუმო იქმნეს საქმენი იგი; და იხილა რაჲ მათი გარდამატებული მედგრობაჲ და უკეთურებაჲ, ჰრქუა უფალმან მოწაფეთა: „წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“. რამეთუ აქაცა არა ჯერ-იყო პირველ ჰურიათაჲსა თაყუანის-ცემაჲ მოგუთაჲ, არცა ესოდენისა სიშორისაგან სწრობად მკჳდრთა მათ მის ქალაქისათა, არცა რომელთა არასადა ასმიოდა მისთჳს, პირველ ცნობად მათსა, რომელნი წიგნთა შინა და სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა აღზრდილ იყვნეს; არამედ ვინაჲთგან ესრეთ უგულისჴმო იპოვნეს ჰურიანი და ყოვლადვე არა ინებეს თჳსისა უმჯობესისა ძიებაჲ, ამისთჳს მყოფთა მათ სპარსეთისათა უსწრვეს პირველ იერუსალჱმელთაჲსა თაყუანის-ცემად უფლისა, ვითარცა ოდესმე პავლე ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: „თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო თქუენ ეგერა განიშორებთ და არა ღირს გიშჯიან თავნი თჳსნი ცხორებისათჳს საუკუნოჲსა. აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ“. და აქაცა მათ უღირდა მღჳძარებაჲ და სწავლაჲ შობისათჳს უფლისა; ხოლო ესე რაჲ არა ქმნეს, არამედ პირველ ეუწყა შორიელთა მათ და მოვ...
...ე? არა ყოველთა მორწმუნეთათჳს იტყჳსა? ანუ უფალმან მცნებანი თჳსნი არა ყოველთა მორწმუნეთა მისცნაა? ისმინეთ, რასა ეტყჳს მოციქულთა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნა-თელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲ-თა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ“. ვი-თარ უკუე იტყჳთ, თუ მონაზონთა ხოლო უჴმს კითხვაჲ და სმენაჲ წერილ-თაჲ? თქუენ არა გიჴმსა?
იხილენ კაცად-კაცადმან თავი თჳსი, თუ ვითარ არს გონებაჲ მისი, ოდეს ლოცვაჲ ესმოდის, ანუ ვითარ არს, ოდეს სიმღერაჲ ესმოდის, ვითარ არს, ეკლესიასა შინა რაჲ იყოს, და ვითარ არს თეატრონსა შინა. და ცნას ცვალებაჲ იგი სულისაჲ, თუ ვითარ ერთი იგი სული აქა სხუად შეიცვალების და მუნ - სხუად. ამისთჳს იტყჳს მოციქული: „განრყუნიან წესნი კეთილნი ზრახვათა ბოროტთა“. ამისთჳს გჳღირს ზედაჲსზედა სმენად სიტყუათა საღმრთოთა, რაჲთა ჩუენნი იგი ბოროტნი წესნი კეთილად მოიქცენ. არა უწყითა, რამეთუ ამით ოდენ უაღრეს ვართ პირუტყუთასა, რომელ პირმეტყუელ ვართ? ხოლო სხჳთა უმრავლესითა უდარეს ვართ მათსა: ძალი-თა და სიმალითა და სხჳთა ესევითარითა. აწ უკუეთუ პირმეტყუელებაჲცა ჩუენი უძჳრეს მათისა მის პირუტყუებისა იყოს, არა დიდად...