...სა გამოაჩინებს.
რამეთუ არა თუ ეგრეთ თქუა, თუ: გალილეას ოდენ მიხილონ; არცა, ვინაჲთგან იერუსალჱმს ეჩუენა, გალილეას ჩუენებაჲ განაცრუა. ნუ იყოფინ! არამედ ორივე ქმნა სიმდიდრითა მით კაცთმოყუარებისაჲთა ჭეშმარიტად. რამეთუ პირველად ჰრქუა მენელსაცხებლეთა: „უთხართ ძმა-თა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეად და მუნ მიხილონ“. ხოლო იგინი შიშისა მისთჳს ჰურიათაჲსა შეყენებულ იყვნეს და ვერ იკადრეს მაშინ წარსლვად. ამისთჳს ტკბილმან მან და მოწყალემან უფალმან ჯერ-იჩინა ნუგეშინის-ცემაჲ მათი და ეჩუენა მასვე დღესა ერთშაბათისასა მწუხრი კართა ჴშულთა და აღავსნა იგინი სიხარულითა; და კუალად - მერვესა დღესა.
ამის ყოვლისა შემდგომად იქმნა წარსლვაჲ მათი გალილეად და ხილვაჲ მისი, რომელი-იგი მათე აღწერა, და სხუანი იგი ხილვანი სხუათა დაუტევნა აღწერად, ვითარცა განაგო სულმან წმიდამან. არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ და სახარებისა შეწყობილებაჲ ვაჴსენოთ, ვითარცა მათე წარმოიტყჳს: