მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:64

63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო.64. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.65. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით.
სახარებაჲ მათესი თავი 27
64. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვაყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: ესრე თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე“ (28,11-15).:

...მოწაფენი მისნი გლახაკნი იყვნეს და მცირედნი და უსწავლელნი და შეშინებულნი; ვითარ ჴელ-ყვეს საქმესა მას? ვითარ დაეფარნეს მცველთა მათ? ვითარ გარდააგორვეს ლოდი იგი უცნაურად, რაჲთამცა ესოდენთა მცველთა ვერ ცნეს?

ჵ დიდი იგი სიბრმე ჰურიათაჲ! სამართლად იტყოდეს, ვითარმედ: „იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა“.

ჭეშმარიტად უძჳრესი პირველისა შეემთხჳა მათ საცთური, რომელ ესევითარსა მას განცხადებულსა სასწაულსა ზედა არა ინებეს მოქცევაჲ სინანულად, არამედ ენება დაფარვაჲ აღდგომისა უფლისაჲ და შეჰმზადებდეს საკიცხელთა სიტყუათა.

პირველად იუდას მისცეს ვეცხლი და მოიყიდეს უფალი სიკუდილად და ყოველი ღონე იჴმარეს მოკლვად მისა; და კუალად, შემდგომად აღდგომისა მისისა, ვეცხლითავე მოიყიდეს ცილისწამებითა მით დაფარვაჲ აღდგომისაჲ. არამედ ჰრცხუენოდენ და კდემებოდედ მეტყუელნი იგი სიცრუისანი, რამე-თუ მარადის თჳსითა საქმითა ემხილების უშჯულოებასა მათსა.

უკუეთუმცა არა მისრულ იყვნეს პილატესსა და ეთხოვნეს მცველნი იგი, უმეტესად ძალ-ედვა ცილისწამებად, ხოლო აწ სიტყუაჲ ყოველივე მი-ღებულ არს მათგან; რამეთუ ესრეთ ქმნეს ყოველივე, ვითარმცა განზრახვით ისწრაფდეს დაყოფად პირთა თჳსთა.

თქუთღა, უშჯულონო, უკუეთუ ნანდჳლვე წარპარვაჲ ენება მოწაფე-თა, რად არა მას ღამესა წარიპარეს, ოდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძ-ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა“ (27,3-5).:

...პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ“.

ჰრქუამცა ვინ მაშინ: და რასა გეშინის, უბადრუკნო, მკუდრისაგან, ძელსა დამოკიდულისა?

კუალად ამბოხებდეს, დაცვად საფლავისა განემზადებოდეს, „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით“. და სადა ქმნილ არს ესემლევანი საქმე, ჵ ცოფნო და უგუნურნო? ოდეს ვინ მოიპარა მკუდარი და თქუა, ვითარმედ აღდგა?

ვიდრე ცხოელღა იყო, დაუტევეს იგი და ივლტოდეს, და თავმან მოწაფეთა მისთამან სამგზის უარ-ყო, და აწ ვინ არს მათგანი, რომელი გუამსამცა მკუდარსა წარიპარვიდა და აღდგომასა სწამებდა? არამედ ამხილებდა მათ გონებაჲ და ამისთჳს ამას ყოველსა ზრახვიდეს, ვითარცა უცნობონი.

ისმინეთ, ვეცხლისმოყუარენო, რაჲ-იგი შეემთხჳა იუდას. ცოდვაჲ იგი საშინელი ქმნა და ვეცხლი იგი დააბნია და სული თჳსი წარწყმიდა, ესეცა საწუთროჲ დასჭირდა და საუკუნოჲ ცხორებაჲცა, და შიშთვილ-იბა, რაჲთა იყოს საქიქელ ყოვლისა სოფლისა.

ემხილა ჰურიათაცა, გარნა მთრვალ იყვნეს შურისაგან და არა განეყენნეს საეშმაკოსა მას საქმესა, არამედ მოპოვნებულითა რეცა უმეცრები-თა ჰფარვენ თავთა თჳსთა უგუნურებით.

უკუეთუმცა შემდგომად ჯუარ-ცუმისა თქუმულ იყვნეს სიტყუანი ესე, არცა მაშინ აქუნდა სიტყუაჲ, გარნ...

სრულად ნახვა