მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:6

5. და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა.6. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.7. და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.
სახარებაჲ მათესი თავი 27
6. ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად ჰკითხა პილატეს იოსებ არიმა-თიელმან, რამეთუ იყო იგიცა მოწაფჱ იესუჲსი“ (19,38).:

...აცნი იყვნეს ფრიად საჩინონი, და პილატჱსიცა მეცნიერი იყო იოსებ, და ითხოვა მისგან და აღიღო, და დაჰმარხეს არა ვითარცა დაშჯილი, არამედ ვითარცა წეს არს ჰურიათა, ვითარცა დიდი რაჲმე და საკჳრველი. და ვინაჲთგან მიმწუხრ იყო, დადვეს მახლობელსა მას საფლავსა. და ესეცა განგებულებით იქმნა, რომელ ახალსა საფლავსა დაიდვა, ; ; რაჲთა არავისი სხჳსაჲ საგონებელ იყოს აღდგომაჲ, არამედ მისი, და რაჲთა მოწაფენი ადვილად მივიდოდიან, რამეთუ ახლოს იყო ადგილი იგი, და დაფლვისაცა რაჲთა მოწამე იყვნენ არა იგინი ოდენ, არამედ თჳთ მტერნიცა, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა დაეფლა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერთსა მას შაბათსა მარიამ მაგდანელი მოვიდა გან-თიად, ვიდრე ბნელღა იყო, საფლავსა მას და იხილა ლოდი იგი აღებული კარისა მისგან საფლავისა“ (20,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთსა მას შაბათსა, რომელ არს კჳრიაკჱ, მოვიდა იგი; ხოლო იესუ აღდგა, იდვა რაჲ ლოდი ზედა საფლავსა, და ბეჭედნი იყვნეს მას ზედა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო, რაჲთამცა სხუათაცა ყოველ-თა იხილეს იგი, შემდგომად აღდგომისა მისისა აღეღო ლოდი იგი, რომლისათჳს, გარდაჴდა რაჲ შაბათი, მო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთმოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვაყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ და ჰრქუეს: ესრე თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის ვიდრე დღენდელად დღედმდე“ (28,11-15).:

...მოწაფენი მისნი გლახაკნი იყვნეს და მცირედნი და უსწავლელნი და შეშინებულნი; ვითარ ჴელ-ყვეს საქმესა მას? ვითარ დაეფარნეს მცველთა მათ? ვითარ გარდააგორვეს ლოდი იგი უცნაურად, რაჲთამცა ესოდენთა მცველთა ვერ ცნეს?

ჵ დიდი იგი სიბრმე ჰურიათაჲ! სამართლად იტყოდეს, ვითარმედ: „იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა“.

ჭეშმარიტად უძჳრესი პირველისა შეემთხჳა მათ საცთური, რომელ ესევითარსა მას განცხადებულსა სასწაულსა ზედა არა ინებეს მოქცევაჲ სინანულად, არამედ ენება დაფარვაჲ აღდგომისა უფლისაჲ და შეჰმზადებდეს საკიცხელთა სიტყუათა.

პირველად იუდას მისცეს ვეცხლი და მოიყიდეს უფალი სიკუდილად და ყოველი ღონე იჴმარეს მოკლვად მისა; და კუალად, შემდგომად აღდგომისა მისისა, ვეცხლითავე მოიყიდეს ცილისწამებითა მით დაფარვაჲ აღდგომისაჲ. არამედ ჰრცხუენოდენ და კდემებოდედ მეტყუელნი იგი სიცრუისანი, რამე-თუ მარადის თჳსითა საქმითა ემხილების უშჯულოებასა მათსა.

უკუეთუმცა არა მისრულ იყვნეს პილატესსა და ეთხოვნეს მცველნი იგი, უმეტესად ძალ-ედვა ცილისწამებად, ხოლო აწ სიტყუაჲ ყოველივე მი-ღებულ არს მათგან; რამეთუ ესრეთ ქმნეს ყოველივე, ვითარმცა განზრახვით ისწრაფდეს დაყოფად პირთა თჳსთა.

თქუთღა, უშჯულონო, უკუეთუ ნანდჳლვე წარპარვაჲ ენება მოწაფე-თა, რად არა მას ღამესა წარიპარეს, ოდე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმან მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოცდაათი იგი ვეცხლი მღდელთმოძ-ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენდა რაჲ? შენ უწყი! და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა“ (27,3-5).:

...პილატეს: „ნუ დასწერ: მეუფჱ ჰურიათაჲ“.

ჰრქუამცა ვინ მაშინ: და რასა გეშინის, უბადრუკნო, მკუდრისაგან, ძელსა დამოკიდულისა?

კუალად ამბოხებდეს, დაცვად საფლავისა განემზადებოდეს, „ნუუკუე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით“. და სადა ქმნილ არს ესემლევანი საქმე, ჵ ცოფნო და უგუნურნო? ოდეს ვინ მოიპარა მკუდარი და თქუა, ვითარმედ აღდგა?

ვიდრე ცხოელღა იყო, დაუტევეს იგი და ივლტოდეს, და თავმან მოწაფეთა მისთამან სამგზის უარ-ყო, და აწ ვინ არს მათგანი, რომელი გუამსამცა მკუდარსა წარიპარვიდა და აღდგომასა სწამებდა? არამედ ამხილებდა მათ გონებაჲ და ამისთჳს ამას ყოველსა ზრახვიდეს, ვითარცა უცნობონი.

ისმინეთ, ვეცხლისმოყუარენო, რაჲ-იგი შეემთხჳა იუდას. ცოდვაჲ იგი საშინელი ქმნა და ვეცხლი იგი დააბნია და სული თჳსი წარწყმიდა, ესეცა საწუთროჲ დასჭირდა და საუკუნოჲ ცხორებაჲცა, და შიშთვილ-იბა, რაჲთა იყოს საქიქელ ყოვლისა სოფლისა.

ემხილა ჰურიათაცა, გარნა მთრვალ იყვნეს შურისაგან და არა განეყენნეს საეშმაკოსა მას საქმესა, არამედ მოპოვნებულითა რეცა უმეცრები-თა ჰფარვენ თავთა თჳსთა უგუნურებით.

უკუეთუმცა შემდგომად ჯუარ-ცუმისა თქუმულ იყვნეს სიტყუანი ესე, არცა მაშინ აქუნდა სიტყუაჲ, გარნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“ (12,40).:

...თ ა რ გ მ ა ნ ი: განცხადებულად არა თქუა, თუ აღდგეს, რაჲთა არა საბასრობელად შეჰრაცხონ უშჯულოთა მათ, გარნა ესრეთ იგავით თქუა, რომელ მათცა ცნეს, ვითარმედ აღდგომასა მოასწავებს. ამის-თჳსცა ეტყოდეს პილატეს: „უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო“.

ხოლო მოწაფეთა ვერ გულისჴმა-ეყვნეს სიტყუანი ესევითარნი აღდგომისათჳს, არამედ ოდეს მკუდრეთით აღდგა, მოეჴსენა მოწაფეთა, ვითარცა იოვანე იტყჳს სიტყჳსა მისთჳს, ვითარმედ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო იგი“. ეგრეთვე ესე არს. ხოლო აწ არა იცოდეს, არამედ მათ უკეთურთა აგრძნეს ძალი სიტყჳსა მისისაჲ, ამისთჳს უმეტესი სასჯელი მიეჴადოს მათ, რამეთუ არა უმეცრებით, არამედ ნეფსითი იყო უკეთურებაჲ მათი.

ხოლო იხილე, ვითარ გამოწულილვით თქუა: „ეგრეთ იყოსო ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა“, რაჲთა დაფლვაჲ მოასწავოს, და ვერვინ უძლოს თქუმად, თუ: უცნებაჲ რაჲმე იყო; რამეთუ ამისთჳს სამ დღე განაგო საფლავსა შინა ყოფაჲ, რაჲთა ვერვინ ურწმუნო იქმნას სიკუდილსა მისსა; და არა ჯუარ-ცუმითა ხოლო დაამტკიცა ესე, არამედ სამ დღე დაფლვითაცა. რამეთუ აღდგომისა მოწამე-ყოფად იყო ყოველივე იგი შემდგომი ჟამი, ხოლო სიკუდ...

სრულად ნახვა