თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუჲსა, ხოლო აწ, შემდგომად სიკუდილისა მისისა, დიდი კადნიერებაჲ აჩუენა; რამე-თუ არა უჩინოთაგანი იყო, არამედ კაცი იყო წარჩინებული და შუენიერი მზრახვალი; და დადვა თავი თჳსი სიკუდილდ და მტერობაჲ ყოვლისა მის შესაკრებელისა მიმართ თავს-იდვა სიყუარულისათჳს ქრისტესისა. შევიდა პილატესა და ითხოა გუამი ქრისტესი ახოვნებით და მოწლედ. რამეთუ იხილა რაჲ, ვითარმედ აღასრულა მოძღუარმან მან სახიერმან და მეუფემან კაცთმოყუარემან ყოველივე განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და ნეფსით თჳსით ჯუარს-ეცუა და განპყრობითა მით ჴელთაჲთა შეაერთნა დაბადებულნი, და უხილავნი იგი ბოროტნი სულნი უკეთურებისანი განაქიქნა ვნებითა ჴორცთა თჳსთაჲთა, და ინება ხილვად გემოჲ სიკუდილისაჲ ბუნებითა მით კაცობრივითა, რაჲთა უკუდავებაჲ მოგუმადლოს ჩუენ; მაშინ მიიდრიკა წმიდაჲ იგი თავი მისი და უბრძანა სიკუდილსა, ვითარცა მონასა, მისლვად წმიდათა მათ ჴორცთა მისთა მიმართ. ხოლო იგი შეძრწუნებით, ვითარ მონაჲ, მოვიდა მონებად სამეუფოსა მას ბრძანებასა. მაშინ წმიდანი იგი ჴორცნი, რომელნი საშინელ იყვნეს ქერაბინთა მიერ და შესაძრწუნებელ სერაბინთა, მიეცნეს...
სახარებაჲ მათესი 27:59
58. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი.59. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა60. და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა.
სახარებაჲ მათესი თავი 27