...რისაჲ მის, და ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს, საფლავნი აღეხუნეს, მკუდარნი აღდგეს, მჴედარნი შეშინდეს, მეკარენი ჯოჯოხეთისანი შეძრწუნდეს, და საცნაურ იქმნა, ვითარმედ ჯუარცუმული იგი არა კაცი იყო ლიტონი, არმედ ღმერთი განჴორციელებული. ამისთჳსცა, რომელნი-იგი ხედვიდეს, იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე“.
იხილეთა, ვითარ ბრმა არს უკეთური იგი მტერი? ერთისა მოკლვაჲ განიზრახა, და ყოველნი მოაკლდეს მისგან.
ჰგონებდა ერთისა ჯოჯოხეთს შთაყვანებად და განიდევნა ჴელმწიფებისაგან ჯოჯოხეთისა. და ცნეს ყოველთა, ვითარმედ არა უძლურებითა ბუნებისაჲთა მოკუდა უფალი, არამედ რაჲთა შემუსროს და განაქარვოს სიკუდილი და „რომელსა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ“, ვითარცა მოციქული იტყჳს, „ესე იგი არს ეშმაკი, და განათავისუფლნეს იგინი, რომელნი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა“.
მან თავადმან დაჰჴსნნა სალმობანი ჯოჯოხეთისნი, ვითარცა იტყჳს ესაია, ვითარმედ: „ჯოჯოხეთი ქუეშე შენსა განმწარდა შემთხუევასა შენსა“, მი-რაჲ-ხჳდოდე შენ; და აღდგომითა თჳსითა აღადგინნა დასაბამითგანნი მკუდარნი და ეშმაკი საკიცხელ და საცინელ ყო. რამეთუ ვითარცა ბ...