მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:51

50. ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.51. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს,52. და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმიდათანი აღდგეს
სახარებაჲ მათესი თავი 27
51. და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“ (27,50).:

...(იოან. 10,17-18) ამისთჳს ჴმა-ყო, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ჴელმწიფებით იქმოდა საქმესა ამას.

ამისთჳსცა ასისთავსა მას ჰრწმენა, იხილა რაჲ, ვითარმედ ჴელმწიფებით მოკუდა და ჴმამან მისმან კრეტსაბმელი იგი განაპო და ქუეყანაჲ შეძრა და საფლავნი აღახუნა და მკუდარნი აღადგინნა.

ხოლო განპებაჲ იგი კრეტსაბმელისაჲ რაჲსათჳს იქმნა? არა თუ ტაძარი იგი შეურაცხ-ყო, რამეთუ თავადი იტყოდა: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“, არამედ იგინი უღირსად გამოაჩინნა მას შინა ყოფისა. ამისთჳს განპებითა მით კრეტსაბმელისაჲთა მოასწავა სრულიადი იგი მოოჴრებაჲ მისი და უაღრესისა მიმართ შეცვალებაჲ საქმეთაჲ.

ეჰა საკჳრველი! ელისეს ზე მკუდარი ერთი შეეხო ძუალთა მისთა და აღდგა, და ყოველთა უკჳრდა. და აწ ჯუარსა ზედა დამოკიდებულმან ჴმი-თა თჳსითა ურიცხუნი მკუდარნი აღადგინნა არა ესრეთ ლიტონად, არამედ „ქუეყანაჲ შეიძრა, და კლდენი განსთქდეს“ (27,51), რაჲთამცა გულისჴმაყვეს ბრმათა მათ, ვითარმედ ჴელ-ეწიფებოდა მათიცა დადნობაჲ და წარწყმედაჲ. რომელმან კლდენი განაპნა და ქუეყანაჲ შეარყია და მზე დააბნელა, არამცა იგინი უადვილესად მოსწყჳდნაა, უკუეთუმცა ენება? გარნა არა ინება მათი განლევაჲ, არამედ...

სრულად ნახვა