ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმაყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელი, ელი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევებ მე? და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს: ელიას უჴმობს ესე. და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას“ (27,45-48).
კუალადცა ცხოელსმყოფელთა მათ ქრისტეს ვნებათათჳს ვიტყოდით, რამეთუ კეთილ არს მარადის ჴსენებაჲ მათი და სარგებელ სულისა.
ესე არს სასწაული იგი, რომელი, ოდეს-იგი ჰურიანი ითხოვდეს, ჰრქუა უფალმან მიცემად და ეტყოდა: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“. ; (16,4); ესე არს იგი სასწაული: ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი, დაფლვაჲ და აღდგომაჲ. და კუალად სხუასა ადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯუარისასა და იტყოდა: „ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, ვითარმედ...