მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:40

39. ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა40. და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!41. ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს:
სახარებაჲ მათესი თავი 27
40. და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე ესმოდის ვისმე ესე ყოველი და ჰრცხუენოდის, რომელ-იგი უფალი და მაცხოვარი და მეუფე ყოველთაჲ დაისაჯა პილატეს მიერ და ჰურიათაგან ჯუარს-ეცუა, შეიკრა, იგუემა, ეკიცხევდეს და ემღერდეს და ბასრობდეს და ყოველი ძჳრი და ტანჯვაჲ შეამთხჳეს. ამის ყოვლისათჳს ნუუკუე ვინმე მორწმუნეთაგანი კდემულ არს და თავდადრეკილ.

რამეთუ მზემანცა ვერ თავს-იდვა ხილვაჲ იგი, არამედ დაბნელდა, რაჲთა სხუათაცა თუალნი გარემიაქცინეს ხილვისა მისგან. და არღარა ზრუნვიდა მცნებასა მას, რომელი მიეღო ნათობად კაცთა, არამედ იკადრა გარდასლვად, იხილა რაჲ, ვითარ რომელმან მცნებაჲ იგი ბრძანა მეუფემან, აწ კაცთაგან ევნებოდა და იტანჯებოდა.

გარნა უკუეთუ მიზეზი იგი ვისწავოთ, თუ რაჲსათჳს ვნებაჲ იგი თავსიდვა უფალმან, არღარა გურცხუენოდის, არამედ გჳკჳრდეს სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ მისი და ვიქადოდით, ვითარცა პავლე, ჯუარითა ქრისტესითა. ამისთჳს მოყავთ, ძმანო, ყური თქუენი და ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი: რამეთუ არა თუ თავისა თჳსისათჳს ევნებოდა უფალსა, „რომელმანიგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“, არამედ ჩუენთჳს ელმოდა და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:33-44 — ჯვარცმა და გმობა:

33-37. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. - თხემისა ადგილი იმიტომ ეწოდებოდა, რომ მამათა გადმოცემის მიხედვით, იქ ადამი იყო დაკრძალული. როგორც ჩვენ ყველანი ადამში მოვკვდით, ასევე ქრისტეში უნდა გავცოცხლდეთ. ნუ შეგაშფოთებს, როცა მახარებლებს მოუსმენ, რომელთაგან მათე ამბობს, რომ უფალს ძმარი და ნაღველი მიუტანეს, მარკოზის თქმით - შემურვილი ღვინო, ხოლო იოვანეს მიხედვით - უსუპით ძმარი და ნაღველი, რადგან მრავალთაგან მრავალი რამ ხდებოდა, როგორც ეს უწესრიგო ბრბოს სჩვევია და ყველა სხვადასხვაგვარად იქცეოდა. როგორც ჩანს, ერთმა რომ ღვინო მიუტანა, მეორემ ძმარი - ნაღველთან ერთად. სიკვდილისათვის მრავალი საშუალება არსებობს,...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განიძუარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა (2,15).:

...რცა ლიტონსა კაცსა, ვინაჲცა პირველ ვნებისა გამოცდით და იჭჳთ ჰრქჳს, ვითარმედ: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (), და "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, ქმენ და თქჳ ესე და ესე რაიმე", და ჟამსა ვნებისასა ეტყოდა პირითა ჰურიათაჲთა: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით" (), რამეთუ არა ენება, რაჲთა სახილველად ყოვლისა სოფლისა მოკუდეს, და უცილობელობითა სიკუდილისაჲთა ყოველთა შორის განითქუას სასწაული აღდგომისა მისისაჲ, და ვინაჲთგან აღდგომისა დამტკიცებაჲ სხუა ჟამცა ეგებოდა, ხოლო სიკუდილისა უეჭუელობისა დასამტკიცებელ იგი ოდენ ჟამი იყო. ამისთჳს ყოვლით კერძო ცბოდა ჰურიათა მიერ, ვითარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (). ესე იგი არს —თჳსაგან დაფარულად. გარნა ვერ აღისრულა ნებაჲ თჳსი, არამედ დღესასწაულსა მსოფლიოსა, წინაშე ყოველთა თესლთა და შორის ყოვლისა ქუეყანისა ჯუარსა დამოეკიდა განჩინებითა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მცნებაჲ მომიღებიეს მამისაგან ჩემისა“ (10,18).:

..., რომელსა-იგი აყუედრებდეს, ვითარმედ: „სხუანი აცხოვნნა და თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც ცხოვნებად“; ; ; და კუალად: „უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲო, გარდამოჴედ ჯუარისაგან“. ; ; ხოლო რაჲთა რაჟამს გესმეს, თუ: „მცნებაჲ მომიღებიეს“, არა სთქუა, თუ: უცხო იყო მისგან სათნოებაჲ იგი და წარმართებაჲ საქმისაჲ მის, ამისთჳს პირველვე იტყოდა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს“, და აჩუენა, ვითარმედ მისნი იყვნეს ცხოვარნი და მისი წარმართებულ იყო ყოველი იგი საქმჱ და არა ეჴმარებოდა მას მცნებაჲ, რამეთუ უკუეთუმცა მცნებაჲ უჴმდა მას, რად იტყოდა, ვითარმედ: „თავით ჩემით დავსდებ“? რამეთუ რომელი თავით თჳსით დასდებდეს, მცნებაჲ არა ეჴმარების, და მიზეზსაცა იტყჳს ამისისა ქმნისასა, ესე იგი არს, რამეთუ მწყემსი არს იგი, და კეთილი მწყემსი. ხოლო კეთილსა მწყემსსა არა ეჴმარების სხუაჲ ვინმე კეთილად მწყემსისა მიმართ მასწავლელი. ხოლო უკუეთუ კაცთა ზედა ესრეთ არს, არა უფროჲსად ღმრთისა ზედა ესრეთ იყოსა? ამისთჳსცა მოციქულ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“ (27,50).:

...ასა ჩუენსა „წმიდა წმიდათასა“ მას. უგუნურნი იგი იტყოდეს, ვითარმედ: „უკუეთუ მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გადამოჴედინ მაგიერ ჯუარით“, ხოლო მან გამოაჩინა, ვითარმედ ყოვლისა სოფლისაჲ არს მეუფჱ. იგინი იტყოდეს: „ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ“, ხოლო თავადმან გამოაჩინა, ვითარმედ სრულიად მოოჴრდეს. იგინი იტყოდეს: „სხუანი აცხოვნნა, თავისა თჳსისა ვერ ძალუცა ცხორებად?“ ხოლო თავადმან, ჯუარსა ზედა რაჲ იყო, აღდგინებითა მით მკუდართაჲთა აჩუენა ჴელმწიფებაჲ თჳსი. რამეთუ უკუეთუ ოთხისა დღისა მკუდრისა ლაზარეს აღდგინებაჲ დიდ იყო და საკჳრველ, რავდენ უფროჲსად საკჳრველ იყო მეყსა შინა აღდგინებაჲ ურიცხუთა მკუდართაჲ, მრავლით ჟამითგან დაძინებულთაჲ, რომელ-იგი მერმისა მის ყოველთა აღდგომისა სასწაული იყო. ამისთჳს იტყჳს: „და მრავალნი გუამნი წმიდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა“ (27,52-53). რაჲთა ვერვინ თქუას, თუ უცნებაჲ არს საქმე იგი, ამისთჳს გამოეცხადნეს მრავალთა. ხოლო რომელ იტყჳს, ვითარმედ: „იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული“, ლუკა გუასწავებს, თუ რაჲ ჴმა-ყო, რამეთუ იტყჳს, ვითარ...

სრულად ნახვა