მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:36

35. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.36. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას.37. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 27
36. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალ-თაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. და ოდეს განკიცხეს იგი, განძარცუეს ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარსაცუან. და ვითარ გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. (ფსალმ. 21,19) და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,27-36).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები ყოველი. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალ-თაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგნეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. და ოდეს განკიცხეს იგი, განძარცუეს ქლამინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარსაცუან. და ვითარ გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი, სახელით სიმონ. ესე წარიქციეს, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:33-44 — ჯვარცმა და გმობა:

33-37. და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. - თხემისა ადგილი იმიტომ ეწოდებოდა, რომ მამათა გადმოცემის მიხედვით, იქ ადამი იყო დაკრძალული. როგორც ჩვენ ყველანი ადამში მოვკვდით, ასევე ქრისტეში უნდა გავცოცხლდეთ. ნუ შეგაშფოთებს, როცა მახარებლებს მოუსმენ, რომელთაგან მათე ამბობს, რომ უფალს ძმარი და ნაღველი მიუტანეს, მარკოზის თქმით - შემურვილი ღვინო, ხოლო იოვანეს მიხედვით - უსუპით ძმარი და ნაღველი, რადგან მრავალთაგან მრავალი რამ ხდებოდა, როგორც ეს უწესრიგო ბრბოს სჩვევია და ყველა სხვადასხვაგვარად იქცეოდა. როგორც ჩანს, ერთმა რომ ღვინო მიუტანა, მეორემ ძმარი - ნაღველთან ერთად. სიკვდილისათვის მრავალი საშუალება არსებობს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის