მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:3

2. და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა პილატეს მთავარსა.3. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა4. და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე!
სახარებაჲ მათესი თავი 27
3. მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:

...იგი. ხოლო მათ აღჰკიდეს ჯუარი, და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა,

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ არს თხემისა ადგილი. და მისცეს მას ძმარი ნავღლითა შეზავებული. და მი-რაჲ-იღო, არა უნდა სუმის. და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: განიყვეს სამოსელი ჩემი და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. და სხდეს მუნ და სცვიდეს მას“ (27,33-36).:

...ა მიერ წმიდისა და თქუა; და სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელებისა მისისაჲ აღესრულებოდა, ვითარცა იტყჳს მახარებელი: „და ვითარცა ჯუარსაცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“. ; მათე ესრეთ მოკლედ წარმოიტყჳს, ხოლო იოვანე სახესა მასცა განყოფისასა და მიზეზსა წილის-გდებისასა გუაუწყებს და იტყჳს:

„ხოლო ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს-აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი. ხოლო კუართი იგი იყო უკერველ, ზემოჲთ ქსოვილ ყოვლად, და თქუეს ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი“.

საცნაურ არს ამათ სიტყუათაგან, ვითარმედ ოთხნი სადმე ხოლო ერისაგანნი მთავრისანი მივიდეს მუნ ასისთავისა მის თანა, და სხუაჲ იგი ერი ჰურიათაჲ იყო. იგინი იყვნეს მტარვალ, იგინი იყვნეს მტანჯველ, იგინი იყვნეს მოქმედნი ყოვლისა ბოროტისანი, და უსჯულონი იგი მღდელთმოძ-ღუარნი და მწიგნობარნი თანაჰყვებოდეს, რაჲთა აღასრულონ ბოროტი იგი ნებაჲ თჳსი.

ხოლო ფრია...

სრულად ნახვა