...ათჳს თქუენ გუაწუევთ დუმილსა. გარნა შენ იხილე, ვითარ მსაჯულნი მოშიშ არიან დაშჯილთაგან ქადაგთა აღდგომისათა, რამეთუ აღვსებაჲ იერუსალემისაჲ ქადაგებითა ქრისტეს აღდგომისაჲთა განაქიქებდა ღმრთის-მკლველობასა ჰურიათასა, ვინაჲცა იჯმნიან სისხლისაგან, რომლისაჲ მაშინ თქუეს, ვითარმედ: "ჩუენ ზედა იყავნ და შვილთა ჩუენთა ზედა" (), და, ვითარცა ლიტონი კაცი, ჯუარს-აცუეს.
29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს, ვიდრე კაცთაჲ. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა. ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაელსა, და მოტევებაჲ ცოდვათაჲ. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა. (5,29-32).
თარგმანი: ესეცა ჩუენდა სახე იყავნ სიმდაბლისა, ვითარ მოციქულნი არა სიფიცხით1ი ეტყვან უგუნურთა მათ, ვითარცა აღზუავებულნი სასწაულსა მას ზედა საპყრობილით გამოსლვისასა, არცა შესწამებენ, რაჲ-იგი პირველ ეთქუა მათდა, არამედ, ვითარცა ყურ-მძიმეთა, კუალად წყალობით მათვე სიტყუათა ეტყჳან, რაჲ-იგი პირველ ჰრქუეს, ვითარმედ: ქადაგებაჲ ძისაჲ — მამისა მორჩილება არს, და მამ...