მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:18

17. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?18. რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი.19. და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს.
სახარებაჲ მათესი თავი 27
18. რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...იყო განკითხვაჲ იგი უფლისაჲ, უცნაურ იყო შური იგი ჰურიათაჲ, ხოლო გან-რაჲ-იკითხა, გამოცხადნა გულარძნილებაჲ მათი. და თჳთ პილატეცა ეწამებოდა მაცხოვარსა, ვითარმედ არარაჲ მიზეზი იპოებოდა მის თანა, არამედ წმიდა იყო ყოვლისავე ბრალისაგან, ხოლო ჰურიათა შურსა გამოაცხადებდა, „რამეთუ უწყოდაო, ვითარმედ შურითა მისცეს იგი“. ვითარმცა უკუე ეცნა მას ესე, უკუეთუმცა არა დადგომილ იყო მის წინაშე?

ჭეშმარიტად დიდი და დიდებული საქმე ქმნა მაცხოვარმან: დუმილით აღასრულებდა საქმეთა მათ, და სიტყუასა რაჲ მიუგებდა, არწმუნებდავე მსაჯულსა მას აღსაარებად შურისა მის.

რამეთუ უკუეთუმცა სიტყუას-უგებდა, ეჭუდამცა ვინ, თუ ეშინის სიკუდილისაგან; ხოლო დუმილითა სიმჴნე იგი მისი და უშიშობაჲ განაკჳრვებდა ყოველთა, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ ღმერთი არს იგი და მეუფჱ ყოველთაჲ.

ამისთჳსცა, განიკითხვებოდა რაჲ პილატესგან, ჩუენებითა შეაძრწუნა ცოლი მისი, რაჲთა დუმილისა მისგან უშიშობაჲ მისი გულისჴმა-ყოს და ჩუენებითა მით ცნას, ვითარმედ არა კაცსა ლიტონსა, არამედ ღმერთსა განკაცებულსა განიკითხავს.

შეშინდა უკუე მსაჯული იგი წინაშე მისსა მდგომარისაგან, და უფროჲსად იგი დაისჯებოდა შიშითა მისითა, არა თუმცა შემძლებელ იყო შეშინებად უფლისა. ამისთჳსცა დაიბანნა ჴელნი და თქუა: „უბრალო ვარ სისხლისაგან მაგი...

სრულად ნახვა