...ა უმოლხინემცა იყვნეს. ხოლო აწ ჯერეთ მათ თანა იყო ქრისტე, და ჴელ-ეწიფებოდა განტევებად მისა; ვითარ უკუე ეტყჳან იუდას: „ჩუენდა რაჲო“, და მას ზედა დასდებენ ყოველსავე ბრალსა, და იგინი ისწრაფიან მოკლვად ქრისტესა?
რამეთუ ჰრქუა რაჲ პილატე: „ვინ ორთაგანი მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაჲსი ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე?“ უშჯულოთა მათ ბარაბა მოითხოვეს, კაცისმკლველი იგი და ავაზაკი, ხოლო ქრისტე დასაჯეს სიკუდილად, ქველისმოქმედი იგი და კეთილისმყოფელი მათი.
ხოლო იუდა, იხილა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა ვეცხლი იგი არა მიითუალეს, დააბნია ტაძარსა შინა და წარვიდა მიერ და შიშთვილ-იბა.