მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 27:15

14. და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად.15. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი რომელიცა უნებნ მათ.16. ხოლო ჰყვა ვინმე მაშინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა.
სახარებაჲ მათესი თავი 27
15. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი რომელიცა უნებნ მათ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი: მიუტევის ერსა მას ერთი პყრობილი, რომელიცა უნებნ მათ. იყო ვინმე მა-შინ პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ისუ ბარაბაჲსი. და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ გნებავს ორთაგან, და მიგიტეო თქუენ: ისუ ბარაბაჲსი ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ? რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი“ (27,15-18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იხილა, ვითარმედ ქრისტე არარას მიუგებს, არცა განიმართლებს თავსა თჳსსა, სხუაჲ ღონე მოიპოვა, რაჲთამცა განარინა იგი, და ეტყჳს: უკუეთუ არა გნებავს, ვითარცა უბრალოჲსა განტევებაჲ, ბარე ვითარცა პყრობილი მიანიჭეთ ეგე დღესასწაულსა ამას. იხილეა წინაუკუმოჲ ესე წესი? გამოთხოვაჲ პყრობილისაჲ ერსა მას თანაედვა, და მინიჭებაჲ მთავრისაჲ იყო, ხოლო აწ წინააღმდგომი იქმნა, და მთავარი ჰპატიჟობს ერსა და ითხოვს მათგან, რაჲთა განუტეოს ქრისტე. და არა შეიკდიმეს უღმრთოთა მათ, არამედ უფროჲს ღაღადებდეს და ამბოხებდეს უმიზეზოდ და უბრალოდ, რამეთუ ემხილებოდა დუმილითა მისითა მათი იგი სიცბილი.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
27:11-19 — ქრისტე პილატეს წინაშე:

**11-14. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა არარაჲ მიუგო. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?  და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. – **იესო პილატესთან როგორც სამოქალაქო დანაშაულში ბრალდებული ისე მიიყვანეს, ამიტომაც ეკითხება, ხომ არ წამოიწყო მან შფოთი და ხომ არ ჰქონდა მცდელობა იუდეველებზე გამეფებულიყო? ხოლო იესო ეუბნება:შენ იტყჳ; და მან ფრიად ბრძნული პასუხი გასცა, რადგან არც ის უთხრა, არ ვარო და არც ის - ვარო, არამედ შუალედურად უპასუხა: შენ იტყჳ; და ეს, შეიძლება, ასეც გავიაზროთ: ვარ, რადგან შენ ასე ამბობ, და ასეც: მე კი არ ვამბობ ამას, არამედ შენ. სხვა არაფერი უპასუხია, რადგანაც ხედავდა, რომ სასამართლო წესით და რიგით არ მიდიოდა. პილატეს უკვირდა უფლისა, ერთი მხრივ იმიტომ, რომ სიკვდილს არაფრად აგდებდა, ხოლო მეორე მხრივ იმიტომ, რომ, თუმცა მჭევრმეტყველი იყო და თავის გასამართლებლად ათასი რამის წარმოდგენა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის