თ ა რ გ მ ა ნ ი: ჭეშმარიტად საკჳრველებისა დიდისა ღირს იყო საქმე იგი, ესოდენი იგი სულგრძელებაჲ და სიმშჳდე სახიერისაჲ მის, და ვითარ არარას მიუგებდა, რომელსა ბევრეულნი აქუნდეს სიტყუანი გამომაჩინებელნი ჭეშმარიტებისანი და მამხილებელნი მათისა მის შურისანი. არამედ იხილნა, ვითარმედ სრულიად სასოწარკუეთილ იყვნეს, და ნეფსით თუალნი დაეწუხნეს და ყურნი დაეყვნეს, და არცა ამისაგან შეიგონეს, რომელ ვერცა ერთი ბრალი პოეს მის ზედა, არცა, იხილეს რაჲ იუდა მომშთვარი, შეიკდიმეს, არცა, ხედვიდეს რაჲ პილატეს, ვითარ ჴელნი დაიბანნა და თქუა: „უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა; თქუენ იხილეთ“, შე-შინდეს. ესრეთ მიეცნეს მათ თავნი თჳსნი ეშმაკისადა. ამისთჳს არარაჲ მიუგო უფალმან.
სახარებაჲ მათესი 27:14
13. მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე შეგწამებენ შენ?14. და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად.15. ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს ერსა მას ერთი პყრობილი რომელიცა უნებნ მათ.
სახარებაჲ მათესი თავი 27