მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:8

7. მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.8. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?9. რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა.
სახარებაჲ მათესი თავი 26
8. ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „საქმჱ კეთილი ქმნა დასაფლავად ჩემდა“ (12,7).:

...,64) და კუალად თქუა: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ესრეთ გამოაჩინა, ვითარმედ იცის მისი მიმცემელობაჲ. ხოლო ცხადად არა ამხილა, არამედ მიუშუა, რაჲთა ნუუკუე მოდრკეს, ვითარ უკუე სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: ყოველთა მოწაფე-თა თქუეს, და მანცა თქუა, ; გარნა სხუათა დაღაცათუ თქუეს, არა მით გულისსიტყჳთა თქუეს. ხოლო უკუეთუ გამო-ვინ-ეძიებდეს, თუ: ვითარ, რომელ მპარავი იყო, და უფალმან მას მიანდო გუადრუცი იგი გლახაკ-თაჲ, რაჲთა მას აქუნდეს, ; (13,29) ვინაჲთგან ვეცხლისმოყუარე იყო? ხოლო ჩუენ ამის საქმისათჳს ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: დაფარული ამისი მიზეზი ღმერთმან უწყის. უკუეთუ კულა ჩუენცა ვიტყოდით, რომელსა ვჰგონებთ, ამას ვიტყჳთ, ვითარმედ: რაჲთა მოუწყჳდოს მიზეზი მისი ყოველივე, რამეთუ მან რაჲ-იგი ქმნა, ვეცხლისმოყუარებით ქმნა, და აქუნდა გუადრუცისა მისგან ნუგეშინის-ცემაჲ გულისთქუმისა მის მისისაჲ. და ამისთჳს ქრისტე არას ამხილებდა მპარვობასა, რომელმან-იგი ყოველივე იცოდა, რამეთუ ენება, რაჲთამცა არა ჰმძლავრობდა მას გულისთქუმაჲ იგი, და რაჲთამცა ყოველივე მიზეზი მოუწყჳდა, არამედ ესე ოდ...

სრულად ნახვა