მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:72

71. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა.72. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.73. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ.
სახარებაჲ მათესი თავი 26
72. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: შენცა იყავ იესუჲს თანა, ნაზარეველისა. ხოლო მან უარ-ყო წინაშე ყოველთა და თქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესე იყო იესუჲს თანა, გალილეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი და ჰრქუეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო პეტრე შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმა იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრეღა არა ეყივლოს ქათამსა, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე პეტრე და ტიროდა მწარედ“ (26,69-75).:

ჵ საკჳრველი საქმე! ოდეს ერი იგი მივიდა მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ქრისტესა, ესოდენ დუღდა პეტრე მჴურვალებითა, რომელ მახჳლი იჴადა და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა; და აწ, ოდეს ესოდენნი ძჳრის-ზრახვანი ჰურიათანი ესმოდეს და უჴმდა უმეტეს განრისხებაჲ მათა მიმართ, უვარ-ყო უფალი და მოძღუარი თჳსი და ესოდენ შე-შინდა, რომელ ერთისა უნდოჲსა ქალისა სიტყუაჲ ვერ თავს-იდვა, და არა ერთგზის ოდენ, არამედ ორგზის და სამგზისცა ერთსა შინა ჟამსა; და არცა თუ მთავართა და მძლავრთა წინაშე, არამედ გარე ეზოსა, სიტყჳთა მონა-თა და მჴევალთაჲთა. და ვერცა თუ აგრძნა ადრე დაცემაჲ თჳსი, რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „მოიქცა უფალი და მიხედნა პეტრეს. და მაშინღა მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ“. ხოლო თავით თჳსით მო-ცავერ-იგონა, არამედ მიხედვაჲ უფლისაჲ ექმნა მას მამხილებელ და მომჴსენებელ, ესოდენი შიში დაცემულ იყო მის ზედა.

ხოლო მარკოზ იტყჳს, ვითარმედ: პირველსა მას უარის-ყოფასა მისსა ქათამმან ჴმა-ყო პირველი ჴმობაჲ; და მესამესა უარის-ყოფასა მეორედ ჴმა-ყო. ესრეთ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:69-75 — პეტრეს უარყოფა და მონანიება:

69-75. ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ. - უზომო შიშით შეპყრობილ პეტრეს თავისი აღთქმა დაავიწყდა და კაცობრივ უძლურებას დაემორჩილა, თითქოს შიშისაგან მოკვდა და არ იცოდა, რა ეთქვა. შენ კი ეს ჩემთან ერთად ამაღლებული აზრით გულისხმაჰყავ, რომ პეტრეს მოახლის, ანუ მდაბალი და მონებისათვის შესაფერისი კაცობრივი უძლურება ამხელს. მას მანამდე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის