მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:63

62. მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ?63. ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ?64. ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ, ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
სახარებაჲ მათესი თავი 26
63. ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს, რამეთუ მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ: ამან ეგრე თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად. მაშინ აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არცაღა სიტყუასა რას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი. რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა“ (26,59-66).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ გარდარეული იგი და გარდამატებული უკეთურებაჲ მათი! და რაჲ მიზეზი იყო სიკუდილისა სიტყუაჲ იგი, თუ: „დაჰჴსენით ტა-ძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო“? რამეთუ თავადმან ესრეთ თქუა; ხოლო ცრუმოწამეთა მათ თქუეს, ვითარმედ: „ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღშენებად“. გარნა ეგრეთცა რაჲ იყო ამის სიტყჳსათჳს ესოდენი საბრალობელი?

ამისთჳს, იხილეს რაჲ ბილწთა მათ, ვითარმედ ვერარას ჰპოებენ, უკე-თურებით ჰკითხვენ, რაჲთამცა მისისა სიტყჳსაგან პოეს რაჲმე მიზეზი. ხოლო იესუ დუმნა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ არა ჭეშმარიტებისა ცნობად ჰკითხვიდეს, არამედ მანქანებითა ზაკუვისაჲთა. მაშინ მღდელთმოძღუარმან მან ჰრქუა: „გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ?“

იცოდა ბოროტმან მან და უღირსმან მღდელთმოძღუარმან, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. ამისთჳს აფუცა, რაჲთა თჳსითა პირითა თქუას, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ უტყუარ არს სიტყუაჲ მისი; რაჲთამცა მისისა მის სიტყჳსაგან დასაჯა იგი. ვინაჲთგან უკუე მან ესევი-თარითა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:57-68 — სამსჯავრო კაიაფას წინაშე:

55-58. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს. ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა. - მაშინ, როცა სხვა მოწაფეები გაიქცნენ, პეტრე, რომელსაც მასწავლებელი მხურვალედ უყვარდა, შორიახლო მისდევდა მას. მართალია, უფალს იოვანეც მიჰყვებოდა, მაგრამ არა როგორც მოწაფე, არამედ როგორც მღვდელმთავრის ნაცნობი.

59-60. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი, და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. - იესო კაიაფასთან მიიყვანეს, რადგანაც იმ წლის მღვდელმთავარი იგი იყო. ღამე სხვებმაც იქ გაათიეს და რადგანაც უფლის მოკვლას ელოდებოდნენ, პასექიც არ უჭამიათ, რითაც სჯული დაარღვიეს. თავად უფალმა პასექი დადგენილ დროს ჭამა, მათ კი, ოღონდ იესო მოეკლათ და სჯულიც არაფრად ჩააგდეს.

60-64. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი და თქუეს, ვითარმედ:...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჩუენ შჯული გუაქუს, და შჯულისა ჩუენისაებრ თანააც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო“ (19,7).:

...ეთ, ვითარმედ: „არა ჯერ-არს ჩუენდა მოკლვაჲ ვისიმე“, და აწ შჯულისა მიმართ მიივლტით? და იხილე შესმენაჲ იგი: „ძე ღმრთისა ყო თავი თჳსიო“. და ესე ბრალობაჲ არსა? რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ იყო და ძისა ღმრთისა საქმეთა იქმოდა და იტყოდა, ვითარმედ: „ძჱ ღმრთისაჲ ვარი“. ; ხოლო ამას ყოველსა რაჲ იტყოდეს, ქრისტე დუმნა აღსრულებად სიტყუასა მას წინაჲსწარმეტყუელისასა, ვი-თარმედ: „იგი არა აღაღებს პირსა. სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო“. ; ხოლო პილატე შეშინდა, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ძე ღმრთისა ჰყოფს თავსა თჳსსა“, ნუუკუე ჭეშმარიტად იყოსო და ქმნას მან უჯეროებაჲ. ხოლო რომელთა-იგი ცნეს საქმით და სიტყჳთ ჭეშმარიტებაჲ, ვითარმედ ეგრეთ არს, და არა ეშინის, არამედ შემოიღეს სიტყუაჲ, ვი-თარმედ: „რომელი მეფედ ჰყოფს თავსა თჳსსა, იგი სიტყუას-უგებს კეისარსა“ (19,12), ამისთჳს კუალად ჰკითხა პილატე, ხოლო იესუ არარაჲ მიუგო, რამეთუ რომელსა-იგი ჰრქუა, ვითარმედ...

სრულად ნახვა