...ითხა, არამედ მჴევალმან უნდომან, და მისიცა სიტყუაჲ არა სიფიცხლით და რისხვით იყო, არამედ უფროჲსად ლმობიერებით. ხოლო ნუუკუე შენცა ამისთჳს სთქუა, ვითარმედ: იოვანე შინა იყო, და მან ესრეთ ტკბილად ჰკითხა, არამედ პეტრე იგიცა ვერ თავს-იდვა? ხოლო იესუ წარსცეს კაიაფაჲსა შეკრული, და პეტრე დგა გარე და ტფებოდა. ; ; ; ეჰა რაზომითა სიმძიმითა შეპყრობილ იყო მჴურვალჱ იგი და ცეცხლებრ მოტყინარჱ გულითა პირველ, შე-რაჲ-იპყრეს იესუ, ხოლო აწ ყოლადვე არა აღიძრვოდა, არამედ ჯდა და ტფებოდა. და რაჲთა სცნა, თუ რაზომი არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ, ოდეს ღმერთმან დაუტეოს ვინ, და ჰკითხეს მას, და კუალად უარ-ყო. და მერმე ნათესავმან მან მის მონისამან, რომლისადა ყური წარეკუეთა პეტრეს, იგი შესწამებდა, ვითარმედ: „არა მე გიხილეა მტილსა მას მის თანა?“ (18,26). და მტილი რაჲ აჴსენა, არავე ლმობიერ იქმნა პეტრე, არამედ კუალადცა უარ-ყო.
ხოლო რაჲსათჳს ოთხთავე მახარებელთა ერთობით თქუეს პეტრეს-თჳს? არა...