თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ, რავდენი საქმე უჩუენა შემძლებელი მოდრეკად გულთა მათთა: ჰკითხა რაჲ: „ვის ეძიებთ“, დაცჳვეს ქუეყანასა, და კუალად აღადგინნა; ყური მონისაჲ მის განკურნა; თქუა, ვითარმედ მახჳლითა წარწყმედად არიან. ყოვლით კერძო უჩუენა, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან იქმნა შეპყრობაჲ მისი, არამედ მისითა მიშუებითა.
და აწ ეტყჳს: „დღითი-დღედ თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ“; რაჲთა მოიჴსენონ, ვითარმედ: რავდენგზისცა ჴელ-ყვეს, ვერ უძლეს, და ვერცამცა აწ უძლეს, უკუეთუმცა არა თავადსა ჯერ-უჩნდა. არამედ არა ინებეს მათ ამის ყოვლისაგან შეგონებად. ხოლო გუასწავებს, თუ რომლისათჳს ესრეთ იქმნა: