მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:54

53. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?54. და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?55. მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა. დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე.
სახარებაჲ მათესი თავი 26
54. და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთმოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ? და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?“ (26,51-54).:

ვითარცა იოვანე გუასწავებს, პეტრე იყო, რომელმან ესე ქმნა; რამე-თუ ნანდჳლვე მისისა მჴურვალებისა შემსგავსებული იყო საქმე ესე. ხოლო იგიცა ღირს არს გამოძიებად, თუ რად აქუნდა მახჳლი; რამეთუ საცნაურ არს, ვითარმედ აქუნდა, ვითარცა იტყჳს სხუაჲ მახარებელი, ვითარმედ: „ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“; ანუ რაჲსათჳს უბრძანა ქრისტემან ქონებად მახჳლისა?

რამეთუ იტყჳს ლუკა, ვითარმედ: „ჰრქუა მათ იესუ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთაშესასხმელ-თა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არარაჲ გუაკლდა. და მერმე ჰრქუა, ვითარმედ: აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. რამეთუ გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულთა თანა შეირაცხა, რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს. ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:45-56 — იესოს შეპყრობა:

45-46. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი. - აჩვენებს რა, რომ რადგანაც დანებება განიზრახა, მათი შემწეობა არ სჭირდება, ეუბნება მათ: დაიძინეთ ამიერითგან. ამ სიტყვებს ირონიით წარმოთქვამს, თითქოს ეუბნება: "აჰა მოახლოვდა გამცემი და უკეთუ თქვენ ეს მოგწონთ, და ჟამიც ნებას გაძლევთ, იძინეთ". შემდეგ მან წამოაყენა ისინი იმ ადგილიდან, სადაც ლოცულობდა, იმათკენ გაემართა, ვინც მის შეპყრობას განიზრახავდა და ისე შეეგება, თითქოს რაღაც სასიხარულო რამის გადაცემა ჰქონდათ განზრახული. იგი ლოცულობდა იმისთვის, რომ განგებულება გვერწმუნა, ხოლო თუ ტანჯვა არ სურდა, ესეც იმიტომ, რომ ებრაელები ეხსნა დაღუპვისაგან, რომელიც მის წინაშე ჩადენილი ცოდვისათვის მოეწეოდათ.

47-50. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის