მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:53

52. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ.53. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?54. და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?
სახარებაჲ მათესი თავი 26
53. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“ (14,27).:

..., „და პირველვე გარქუ, რაჲთა რაჟამს იქმნეს, გრწმენეს“ (14,29), ვითარმედ ჭეშმარიტსა გეტყჳ. უკუეთუმცა არა მინდობილ ვიყავ, არამცა მეთქუა. იხილეა სიტყუაჲ ესე სიმდაბლისაჲ? რამეთუ რაჟამს ეტყოდა, ვითარმედ: „ჰგონება, რამეთუ ვერ ძალ-მიც, რაჲთამცა ვევედრე მამასა ჩემსა, და წარმომიდგინა აწ აქა ათორმეტი გუნდი ანგელოზთაჲ?“ ესე სიტყუაჲ მათისა იჭჳსა მიმართ თქუა, რამეთუ ვერვინ იტყჳს ამას, დაღაცათუ განცოფებულ იყოს, ვითარმედ ვერ ძალ-ედვა შეწევნად თავისა თჳსისა, არამედ ანგელოზნი უჴმდეს. რამეთუ ვინაჲთგან აქუნდა მისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარცა კაცისათჳს, ამისთჳს აჴსენნა ანგელოზნი, რამეთუ იგი ოდენ ჰკითხა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და მეყსეულად დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: ვიდრემდის აქა ვიყო, ჰგონებდეთ, ვითარმედ განცდად ვართ, ხოლო უკუეთუ წარვიდე, მინდობილ იყვენით, რამეთუ ვერღარავინ შეუძლოს ძლევად. და ამას ყოველსა უძლურებისაებრ მოწაფეთაჲსა იტყოდა, რამეთუ: მე მინდობილ ვარო და არა მეშინის, რამეთუ ამისთჳს პირველვე გარქუ თქუენ, ხოლო ვინაჲთგან თქუენ სიტყუასა ამას ვერ გულისხმაჰყოფთ, ამისთჳს მამისაგან, რომელი თქუენ დიდად გაქუს, მის მიერ შემოვიღებ ნუგეშინის-ცემასა. ხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დამიტევა მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის“ (8,29).:

...ყოდეს, ვითარმედ: „შაბათსა არა იმარხავს“. ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ: „სათნოებასა მისსა ვიქმ“, რაჲთამცა უჩუენნა, ვითარმედ და-ჴსნაჲ შაბათისაჲ სათნო არს მამისა. ეგრეთვე უკუე ჯუარ-ცუმისა მისისა ჟამსა იტყოდა, ვითარმედ: „ჰგონებთ, თუ ვერ ძალ-მიცა ვედრებად მამისა ჩემისა?“ რომელმან-იგი ოდენ ჰრქუა, ვითარმედ: „ვის ეძიებთ?“ და დასცნა იგინი ქუეყანასა ზედა. ხოლო თუ იტყოდი შენ, ვითარმედ: და რად არა თქუა, თუ: ჰგონებთ, ვითარმედ არა ძალ-მიცა წარწყმედად თქუენდა? არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ მან საქმჱ ესე საქმით ქმნა, ხოლო სიტყჳთ დაიდუმა უძლურებისა მისთჳს მათისა ფრიადისა, რამეთუ მარადის ესე იყო მოსწრაფებაჲ მისი, რაჲთამცა გულსავსე-ყვნა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს მამისაჲ, არცა რას იქმს გარეგანსა მისისა ნებისა, და ამისთჳს აქა კაცობრივსა მას სიტყუასა იტყჳს. ხოლო ვითარცა თქუა, თუ: „არა დამიტევა მე მარტოჲ“, მითვე სახითა თქუა შემდგომიცა იგი სიტყუაჲ, ვითარმედ: „მე სათნოებათა მისთა ვიქმ მარადის“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“ (8,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა...

სრულად ნახვა