მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:52

51. და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი.52. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ.53. ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?
სახარებაჲ მათესი თავი 26
52. მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა იესუ, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა წარვწყმიდე მათგანი არცა ერთი“ (18,9).:

...დრე სიკუდიდმდე ყოველივე მოთმინებით თავს-იდვა. ხოლო იესუ აქა ქმნა სასწაული, ერთად, რაჲთა გუასწავოს ბოროტისმყოფელთა კეთილის-ყოფაჲ, და რაჲთა გამოაჩინოს თჳსი ძალი, რამე-თუ ყური მისი განკურნა, ხოლო პეტრეს ჰრქუა, ვითარმედ: „რომელთა მახჳლი აღიღონ, მახჳლითაცა მოკუდენ“. და ესრეთ დააცხრვო იგი, რამეთუ სახელსაცა მას მონისასა იტყჳს მახარებელი, რაჲთა ამის ჟამისა კაცთა შეუძლონ ჭეშმარიტად ცნობად იგი, ვითარმედ ესრეთ იყო. ხოლო შენ იხილე, ვითარ მებრ თავსა ებრძოლა მისსა და მარჯუენჱ ყური მისი წარჰკუეთა მას, და არა თუმცა უფალსა შეერისხნეს, სრულიად ეგულებოდა მოკლვაჲ, გარნა უფალმან არა თუ ოდენ დააყენა, არამედ ნუგეშინის-ცემისაცა სიტყუანი მიუთხრნა და ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი, რომელი მომცა მამამან, არა შევსუაა?“ (18,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე თქუა, რაჲთამცა უჩუენა პეტრეს, ვითარმედ არა მათისა ძალისაგან არს შეპყრობაჲ მისი, არამედ თჳსისა მიშუებისაგან, და ვითარმედ მორჩილ არს მამისა ვიდრე სიკუდიდმდე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ შეიპყრეს იესუ და შეკრეს და მიიყვანეს ანაჲსა პირველად. და...

სრულად ნახვა