...ჲთა სახილველად ყოვლისა სოფლისა მოკუდეს, და უცილობელობითა სიკუდილისაჲთა ყოველთა შორის განითქუას სასწაული აღდგომისა მისისაჲ, და ვინაჲთგან აღდგომისა დამტკიცებაჲ სხუა ჟამცა ეგებოდა, ხოლო სიკუდილისა უეჭუელობისა დასამტკიცებელ იგი ოდენ ჟამი იყო. ამისთჳს ყოვლით კერძო ცბოდა ჰურიათა მიერ, ვითარმედ: "ნუ დღესასწაულსა ამას" (), ესე იგი არს, რაჲთა არა ყოველთა წინაშე სიკუდილითა ჭეშმარიტითა მათ ყოველთავე ეუწყოს, ვითარმედ ჭეშმარიტებით მოკუდა, და კუალად დიდებით აღდგომითა მძლე ექმნა სიკუდილსა. ხოლო პილატეს მიერ ჰუარიათა ეტყოდა: "მიიყვანეთ ეგე თქუენ და ჯუარს-აცუთ" (). ესე იგი არს —თჳსაგან დაფარულად. გარნა ვერ აღისრულა ნებაჲ თჳსი, არამედ დღესასწაულსა მსოფლიოსა, წინაშე ყოველთა თესლთა და შორის ყოვლისა ქუეყანისა ჯუარსა დამოეკიდა განჩინებითა მთავრისაჲთა და ზედა-წერილითა სამთა ენათაჲთა, და ესრეთ, კადნიერებით სიკუდილითა თჳსითა განაქიქნა ყოველნი ძალნი საეშმაკონი, რამეთუ ვითარ არა უზეშთაეს იყო საკჳრველებათა, რაჟამს ჴელით და ფერჴით დამშჭუალულმან მხოლომან დასცნა ბევრეულნი იგი, რომელნი ეკუეთნეს მას, რაჟამს სანადიროჲთა ჴორცთა თჳსთაჲთა განაწონა შთანთქმად მისსა მოსრულსა მას და მოითრია ვეშაპი სამჭედურითა; და ესრეთ მიუხუნა მას, რ...
სახარებაჲ მათესი 26:5
4. და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან.5. ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.6. ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,
სახარებაჲ მათესი თავი 26