მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:47

46. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი.47. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.48. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 26
47. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერ-თი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლითა და წათებითა მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა მცნებაჲ და ეთქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი. და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-უყო მას. ხოლო იესუ ჰრქუა მას: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი“ (26,47-50).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ რავდენიღა უკეთურებაჲ დაიტია სულმან იუდაჲსმან! რომლითა-მე თუალითა უძლო მიხედვად პირსა სახიერისა მის მოძღურისასა? რომლითა პირითა იკადრა ამბორის-ყოფად? ჵ გონებაჲ იგი ბილწი! რაჲღა განიზრახა, რომელსაღა საქმესა შეჰკადრა შესლვად? რომელიღა სასწაული მისცა შეპყრობისა მისისაჲ? „რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართო“. მინდობილ იყო ფრიადსა მას სახიერებასა მისსა, ვითარმედ არა გარემიაქციოს. ჵ უბადრუკსა მას! უფროჲსღა ამის საქმისაგან თანაედვა შეკდიმებაჲ, გარნა არა შეიკდიმა. ამისთჳსცა უმეტესად დაისაჯა, რომელ ესრეთ სახიერი და ტკბილი იგი უფალი მისცა.

და საკჳრველ არს, ვითარ კუალადცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ერთი იგი ათორმეტთაგანი“, და არა უძნავს მისი ათორმეტთაგან წოდებად. ხოლო რაჲსათჳს მიეცა მცნებაჲ იგი, თუ: „რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ“? რამეთუ მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა და ვერ უძლეს, არამედ განვიდის ჴელთაგან მათთა, ვითარცა ღმრთისმეტყუელი იოვანე იტყჳს; ამისთჳს უბადრუკმან მან ესე მისცა სასწაულად, რაჲთა რომელსა მან ამბორს-უყოს, შეიპყრან, ვითარმცა ამით წესითა ვერ განერა. და არა იცოდა მედგარმან მან და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:45-56 — იესოს შეპყრობა:

45-46. მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი. - აჩვენებს რა, რომ რადგანაც დანებება განიზრახა, მათი შემწეობა არ სჭირდება, ეუბნება მათ: დაიძინეთ ამიერითგან. ამ სიტყვებს ირონიით წარმოთქვამს, თითქოს ეუბნება: "აჰა მოახლოვდა გამცემი და უკეთუ თქვენ ეს მოგწონთ, და ჟამიც ნებას გაძლევთ, იძინეთ". შემდეგ მან წამოაყენა ისინი იმ ადგილიდან, სადაც ლოცულობდა, იმათკენ გაემართა, ვინც მის შეპყრობას განიზრახავდა და ისე შეეგება, თითქოს რაღაც სასიხარულო რამის გადაცემა ჰქონდათ განზრახული. იგი ლოცულობდა იმისთვის, რომ განგებულება გვერწმუნა, ხოლო თუ ტანჯვა არ სურდა, ესეც იმიტომ, რომ ებრაელები ეხსნა დაღუპვისაგან, რომელიც მის წინაშე ჩადენილი ცოდვისათვის მოეწეოდათ.

47-50. და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა. ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის