...რმედ: „ცრემლოვოდა“ და „შეჰრისხნა“? ამისთჳს, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით ჩუენი ბუნებაჲ შეემოსა, რამეთუ ვინაჲთგან ესე მახარებელი უფროჲს სხუათასა მაღალთა და ღმრთეებისა საქმეთა იტყჳს მისთჳს, ამისთჳს აქა ფრიადი სიმდაბლჱ აჩუენა, რამეთუ არცა სიკუდილისათჳს თქუა, ვითარცა სხუათა, ვითარმედ: „შეურვებულ იყო“, ; არამედ უფროჲსად წინააღმდგომი თქუა, ვითარმედ: „დასცნა იგინი პირსა ზედა თჳსსა“, და ამისთჳს აქა იტყჳს ამას სიმდაბლისა სახესა, ვინაჲთგან მუნ არა თქუა. რამეთუ სიკუდილისათჳს ესრეთ იტყჳს, ვი-თარმედ: თქუა იესუ, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“, და არარას იტყჳს მუნ კაცობრივსა. ამისთჳს აქა ფრიად კაცობრივსა საქმესა იქმს, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ მისი, რამეთუ მათე შეურვებისა მისგან და შიშისა და ოფლისა მოასწავებს მისსა კაცებისა ბუნებასა, ხოლო ესე - გლოვისაგან. უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად ჩუენისა ბუნებისაჲ იყო, ვი-თარმცა შეპყრობილ იქმნა გლოვისა მიერ ერთ და ორგზისცა? ხოლო ჰურიათა მათ, რომელნი აბრალობდეს მას, არარაჲ ჰრქუა; რამეთუ რად საჴმა...
სახარებაჲ მათესი 26:38
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...თა მით კაცობრივითა; თქუ შენცა: „არა ვითარ-იგი მე მნებავსო, არამედ ვითარცა შენ გნებავს“; უკუეთუ სცრემლოდი, ესრეთ მდუმრიად ცრემლოდი, ვითარცა იგი. უკუეთუ მწუხარებასა შთაჰვარდე, იგივე წესი იპყარ. ისმინე, ვითარ იტყოდა: „შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილდმდე“. რამეთუ ყოველსავე ზედა სახჱ მოგცა, რაჲთა ჰბაძვიდე მას. ესრეთ თუ სცხონდებოდი, ნეტარ იყოს შენდა, უკუეთუ მის მიერ დადებული წესი დაიმარხო ჟამსა მწუხარებისასა, ჟამსა ურვისასა, ჟამსა გლოვისასა და ყოველსავე საქმესა შინა.
იტყჳს უფალი: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. უკუეთუ იქმნა მშჳდ და მდაბალ, მეგობარ იყო ქრისტესა, ვითარცა წერილ არს მოსესთჳს, ვი-თარ „იყო უმშჳდეს ყოველთა კაცთა“. ამისთჳს ეწოდა მსახურ და მონა ღმრთისა, და „ეტყოდა მას ღმერთი პირისპირ, ვითარცა ვინ ეტყჳნ მეგობარსა თჳსსა“. უკუეთუ ესე წესი მოიგო, ამასცა სოფელსა სანატრელ იყო და საუკუნეთა მათ სატანჯველთა პირი არა იხილო, არამედ კადნიერებით წარსდგე საშინელსა მას სამშჯავროსა დ...
...აჲვე რაჲმცა ვის აქუნდა მიზეზი? ხოლო დაღაცათუ სიკუდილი ბუნებით ჴორცთაჲ არს, არამედ ვინაჲთგან განყოფაჲ იგი შეერთებისაჲ მის ძნელ უჩნს სულსა და იგი არს, რომელი ჟამსა სიკუდილისასა შეურვებულ იქმნების, არა თუ ჴორცნი (ვითარცა ჰრქუა უფალმან ჟამსა მას ვნებისასა მოწაფეთა, ვითარმედ: „შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდილდმდე“ ), ამისთჳს არა ჴორცთაჲ თქუა სიკუდილდ მიცემაჲ, არამედ სულისაჲ, რაჲთა უაღრესისა მიმართ იყოს სიტყუაჲ მისი, ჯეროვნად და შუენიერად. რამეთუ წარწყმედასაცა გეჰენიისასა დაღაცათუ მერმესა მას აღდგომასა ჴორცნიცა სულსა თანა მიეცემიან, არამედ სულისა ხოლო სახელი აჴსენა, რაჲთა უაღრესისა მის კერძისაგან უდარესიცა საცნაურ-ყოს; რამეთუ დაღაცათუ ჴორცნი მიეცემიან სიკუდილად და სული უკუდავ არს, არამედ მარადის სულისათჳს ითქუმის სიკუდილად დადებაჲ, რამეთუ დიდად ელმის მას ჴორცთაგან განსლვაჲ და სასუმელისა მის მიღებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს უფალი იოვანეს თავსა შინა: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვას ცხოართათჳს“; არა ჴორცნი თქუა, არამედ სული. ხოლო დადებაჲ სულისაჲ, უწყით, ვითარმედ სიკუდილისათჳს თქუა. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“. და კუ...