...ესსა. რამეთუ მარკოზ მოწაფე იყო პეტრესი და მისგან ესწავა საქმისა მის თხრობაჲ. და არა დაფარა ცთომაჲ იგი მოძღურისა თჳსისაჲ, არამედ უფროჲსად სხუათა მახარებელ-თასა გამოაჩინა.
ხოლო ვითარ იტყჳს მათე, ვითარმედ: „ჰრქუა უფალმან პეტრეს: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობამდე, სამ გზის უვარ-მყო მე“; ხოლო მარკოზ ეგრე გუასწავებს: ოდეს-იგი მესამედ უარ-ყო პეტრე, ვითარმედ: „არა ვიცი კაცი იგი, მეყსეულად მეორედ ქათამმან ჴმა-ყო“. არამედ ერთ არს ორთავე ამათ მახარებელთა სიტყუაჲ.
რამეთუ ჩუეულებაჲ აქუს ქათამთა თითოეულსა ჯერსა სამგზის და ოთხგზისცა ჴმობად. ამას უკუე მოასწავებს მარკოზ, ვითარმედ არცა თუ ჴმობამან ქათმისამან მოაჴსენა მას სიტყუაჲ იგი უფლისაჲ. ორთავე უკუე მახარებელთა სიტყუაჲ ჭეშმარიტ არს.
რამეთუ ვიდრე ერთიღა ჯერი არა აღესრულა ქათამსა, სამგზის უვარყო. ხოლო ერთსა ამას ჯერსა, ვითარცა ვთქუ, სამგზის და ოთხგზისცა ჴმობს. და მიხედნა რაჲ უფალმან და მოაჴსენა სიტყუაჲ თჳსი, და ცნა პეტრე, რაჲ-იგი შეემთხჳა, ვერვე იკადრა ტირილი შიშისათჳს ჰურიათასა, არამედ „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“, და შეინანა ცოდვაჲ თჳსი სახიერებითა და კაცთმოყუარებითა უფლისაჲთა.