მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 26:30

29. ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.31. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.
სახარებაჲ მათესი თავი 26
30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა“ (26,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ისმინეთ, კაცნო, რომელნი განსძღეთ რაჲ, ვითარცა პირუტყუნი, აღსდგებით ტაბლით მთრვალნი. ისმინეთ, ვითარმედ მადლობაჲ ჯერ-არს შემდგომად ჭამისა და გალობისა წართქუმაჲ.

ისმინეთ თქუენცა, რომელნი წმიდასა ჟამისწირვასა არა მოელით ლოცვასა მას დასასრულისასა, არამედ პირველ მისა განხუალთ. იგი მა-შინდელი გალობაჲ, რომელ წართქუეს, უკუანაჲსკნელისა ამის ლოცვისა სახე იყო. რამეთუ ჰმადლობდა პირველ მიცემისა საიდუმლოთაჲსა, რაჲთა ჩუენცა ეგრეთ ვიქმოდით. ჰმადლობდა შემდგომად მიცემისაცა და გალობდა, რაჲთა ჩუენცა ეგრეთ აღვასრულებდეთ. ამისთჳს უჯერო არს პირველ ლოცვისა მის „ერის განტევებისა“ განსლვაჲ ეკლესიით.

ხოლო რაჲსათჳს განვიდა მთასა მას ზეთისხილთასა? რაჲთა არავინ თქუას, თუ იმალვოდა. ამისთჳს ისწრაფდა მისლვად ადგილსა ცხადსა, რომელი იუდაცა იცოდა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
26:30-36 — მოწაფეთა განბნევისა და პეტრეს უარყოფის წინასწარმეტყველება:

30. და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. - შემდგომად სერობისა იგალობეს, რათა ვისწავლოთ, რომ ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. რომ არ ეფიქრათ, გაიქცაო, არა სხვაგან სადმე, არამედ ზეთისხილის მთაზე, იუდეველთათვის არა უცნობ, არამედ ნაცნობ ადგილას მიდის. ამასთან, ტოვებს რა მას, სისხლმოწყურებულ ქალაქს შორდება, რათა დევნილს შემდგომში ემხილებინა ისინი, რომ განშორებულს დაედევნენ.

31-32. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას. - ვითარცა ღმერთი მომავალზე წინასწარმეტყველებს და მოწაფენი რომ არ ცდუნებულიყვნენ, თავის თავს საყვედურობს, როცა ამბობს, რომ დაწერილია: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი, რაც ნიშნავს: მე თქვენ შეგაკავშირეთ, მაგრამ ჩემი წასვლით განიბნევით (დაიფანტებით). რადგანაც მამამ იუდეველთაგან ძის ჯვარზე გაკვრა დაუშვა, ამიტომაცაა ნათქვამი, რომ ძეს მამა დასცემს. შეეძლო რა ხელის შეშლა მათთვის, მაგრამ არ შეუშალა და დაუშვა, რის გამოც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის