ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასექი ესე? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრე იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასექი ესე მოწაფითურთ ჩემით“ (26,17-18).
პირველ უცომოებისა - წინადღითსა მას პასექისასა იტყჳს (რამეთუ წეს არს მწუხრითგან აღრაცხვად დღისა მის), რაჟამს-იგი კრავისა მის დაკლვაჲ აღესრულებოდა. რამეთუ ხუთშაბათსა დღესა მოუჴდეს, და მას სახელ-სდებს პირველად დღედ უცომოებისა, ესე იგი არს, წინადღით პასექისა.
და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს: „მოიწინესო დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად“. ესე იგი არს, ვი-თარმედ მოიწია მწუხრი იგი, ოდეს აღესრულებოდა დღესასწაული მა-თი.
„და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?“ ამით საცნაურ არს, ვითარმედ არა აქუნდა თავადსა სახლი სადგურად, და არცა მოწაფეთა მისთა. რამეთუ უკუეთუმცა მათ აქუნდა, მუნმცა ევედრნეს მისლვად. გარნა არაჲ აქუნდა, რამეთუ ყოველივე დაეტევა და...