...რამედ პირველად მოუჴდა და აზრახა ზრახვაჲ იგი ბოროტი. იხილა რაჲ, ვითარმედ მორჩილ არს მისა, ოდეს პური იგი იკადრა ზაკუვით წარმდებებით მიღებად, მაშინ ყოვლითურთ ძალითა უკეთურებისა თჳსისაჲთა შევიდა მისა და დაემკჳდრა უბადრუკსა მას თანა.
და კუალად, ესე ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა“, რამეთუ არა იყო ძუელსა შინა წესი ქუედაჯდომით ჭამად პასექისა? ესრეთ უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: ჭამეს პასექი იგი წესისაებრ შჯულისა; და აღასრულა იგი, და მერმე დასხდეს, და იწყო სიტყუად მათა უფალმან. ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა მათ: გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“.
რამეთუ მაშინ იქმოდა ცხოვრებასა სოფლისასა; მაშინ მისცემდა საიდუმლოთა; მაშინ დაჰჴსნიდა სიკუდილსა ჯუარითა. ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ საწადელ იყო მისდა პასექი იგი მის წელიწადისაჲ.
არამედ ესე ყოველი აღესრულებოდა წინაშე უბადრუკისა იუდაჲსა. და მან არა შეიგონა, არცა ვაებისა მისგან შეიკდიმა, არცა სახიერებისა მისგან უფლისა შეირცხჳნა. ხოლო უფალი ყოველსავე ზედა სულგრძელ იყო და ძჳრუჴსენებელ. დიდებაჲ სახიერებასა მისსა!
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს
და აწ ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ გამოუთქუმელი იგი სახ...