...რეთვე დაადგრა, ისმინე, რასა იტყჳს უფიცხლჱსად, ვითარმედ: „ერ-თი თქუენგანი ეშმაკი არს“, და ყოველთა ზედა მოაწევს შიშსა მას, რაჲ-თამცა მან უბადრუკმან გულისხმა-ყო. ხოლო კეთილ არს აქა ძიებაჲ, თუ რაჲსათჳს არას იტყჳან აქა მოციქულნი, ხოლო უკუანაჲსკნელსა მას თქუმასა მისსა შეშინდეს და თჳთოეული ეტყოდა, „ნუუკუე მე ვარო?“ ; და „პეტრე იოვანეს წამ-უყოფდა კითხვად მიმცემელისა მისთჳს, თუ ვინ არს“. რაჲ არს უკუე მიზეზი ამისი? რამეთუ ვინაჲთგან არა ეთქუა პეტრესდა, თუ: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო“, ამისთჳსცა არცა ეშინოდა. ვინაჲთგან უკუე შეჰრისხნა მას უფალმან, და მას ფრიადითა გულსმოდგინებითა ეთქუა, და არა სათნო-ეყო უფალსა, არამედ სატანა უწოდა, ამისა შემდგომად ესმა რაჲ, ვითარმედ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, ; ; სამართლად შეძრწუნდა. და აწ უკუე არა იტყჳს, თუ: „ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე“, არამედ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არსო“. ხოლო თქუა ესე, რაჲთა უჩუენოსცა, თუ ვი...
სახარებაჲ მათესი 26:2
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...დიდებაჲ იგი ღმრთისაჲ“. არამედ ჩუენგანი ნუმცა ვინ მოსპოლვილ არს, ჵ უფალო უფალო, ნუცამცა ვინ დაშთომილ არს უხილავად მის დიდებისაგან, რამეთუ უკუეთუ მას არა ღირს ვიქმნებით ხილვად, კეთილ არს ჩუენთჳსცა თქუმად, ვითარმედ: უმჯობეს იყო, თუმცა შობილვე არა ვიყვენით. ; და რაჲსათჳს ცხოველ ვართ, ანუ რაჲსა ვიქცევით, უკუეთუ მის დიდებისაგან დავაკლდებით და მეუფესა ჩუენსა ვერ ვიხილავთ? რამეთუ უკუეთუ რომელნი ამას მზისა ნათელსა ვერ ხედვენ და მწარესა ცხორებასა შინა არიან, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელნი მის დიდებისაგან დააკლდენ? რამეთუ აქა ესე ოდენ არს დაჭირვებაჲ, რომელ ნათელსა ვერ იხილვენ, ხოლო მუნ არა ესრეთ არს, არცა ესე ოდენ არს ტანჯვაჲ, არამედ ესრეთ უმწარეს არს, რაოდენ იგი მზე ამის მზისა უბრწყინვალეს არს შეუმსგავსებელად. და კუალად ესეცა არს, რამეთუ რომელნი მის ნათლისაგან დააკლდენ, არა ბნელსა ოდენ მივლენ, არამედ საუკუნოდცა წუვაჲ ცეცხლსა შინა მოიწევის მათ ზედა და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
ნუმცა უკუე შთავცჳვით მცირითა ამით სულმოკლებითა საუკუნესა მას სატანჯველსა, არამედ განვიფრთხოთ და ვიღუაწოთ, რაჲთა განსუენებასა მას მივემთხჳნეთ და განვერნეთ მდინარესა მას ცეცხ...
...მას შჯულსა აქუნდეს შესაწირავნი - ცხოვარნი და ზუარაკნი, ეგრეთვე ახალსა ამას აქუს - სისხლი იგი სამეუფოჲ.
მოაჴსენებს უკუე ძუელსა მასცა შჯულსა, ვითარმედ იგიცა სისხლი-თა განემტკიცებოდა. და კუალად იტყჳს მიზეზსა სიკუდილისა თჳსისასა - „მრავალთათჳს დათხეულიო მისატევებელად ცოდვათა. ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“. ;
ჰხედავა, ვითარ განაშორებს მათ წესთაგან ჰურიათაჲსა? „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“. ვითარცა-იგი დაკლვასა მას კრავისასა აღასრულებდით მოსაჴსენებელად საკჳრველებათა მათ, ეგჳპტეს ქმნილ-თა, ეგრეთვე ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. იგი სისხლი დაითხია სასწაულად პირმშოთა მათ, რაჲთა თანაწარჰჴდებოდის მომსრველი იგი, ხოლო ესე დაითხევის მისატევებელად ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა; რაჲთა სცნათ, ვითარმედ დიდ არს საიდუმლოჲ ვნებისა და ჯუარ-ცუმისა ჩემისაჲ და ნუგეშინისცემულ იყვნეთ. და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე საჴსენებელად იყავნ საუკუნოდ თქუენდა“, ეგრეთვე მე გეტყჳ: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა, ვიდრემდის მოვიდე“.
ამისთჳსცა ეტყოდა: „გულისსიტყჳთ გული მი...
...რამედ პირველად მოუჴდა და აზრახა ზრახვაჲ იგი ბოროტი. იხილა რაჲ, ვითარმედ მორჩილ არს მისა, ოდეს პური იგი იკადრა ზაკუვით წარმდებებით მიღებად, მაშინ ყოვლითურთ ძალითა უკეთურებისა თჳსისაჲთა შევიდა მისა და დაემკჳდრა უბადრუკსა მას თანა.
და კუალად, ესე ვითარ წერილ არს, ვითარმედ: „ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა“, რამეთუ არა იყო ძუელსა შინა წესი ქუედაჯდომით ჭამად პასექისა? ესრეთ უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: ჭამეს პასექი იგი წესისაებრ შჯულისა; და აღასრულა იგი, და მერმე დასხდეს, და იწყო სიტყუად მათა უფალმან. ვითარცა ლუკა იტყჳს, ვითარმედ: „ჰრქუა მათ: გულისსიტყჳთ გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“.
რამეთუ მაშინ იქმოდა ცხოვრებასა სოფლისასა; მაშინ მისცემდა საიდუმლოთა; მაშინ დაჰჴსნიდა სიკუდილსა ჯუარითა. ამისთჳს იტყჳს, ვი-თარმედ საწადელ იყო მისდა პასექი იგი მის წელიწადისაჲ.
არამედ ესე ყოველი აღესრულებოდა წინაშე უბადრუკისა იუდაჲსა. და მან არა შეიგონა, არცა ვაებისა მისგან შეიკდიმა, არცა სახიერებისა მისგან უფლისა შეირცხჳნა. ხოლო უფალი ყოველსავე ზედა სულგრძელ იყო და ძჳრუჴსენებელ. დიდებაჲ სახიერებასა მისსა!
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს
და აწ ჩუენცა, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ გამოუთქუმელი იგი სახ...
...ითა.
გნებავსა ქრისტეს საიდუმლოთა პატივ-ცემაჲ? ნუ უგულებელს-ჰყოფ მას, რაჟამს იხილო მშიერი გინა წყურიელი, გინა თუ შიშუელი. რაჲ სარგებელი არს ეკლესიასა სტავრათა მრავალსასყიდლისათა შეწირვაჲ და გარე ხილვაჲ მისი სიცივესა შინა და სიშიშულესა და უგულებელს-ყოფაჲ. არა უწყია, რამეთუ რომელმან თქუა: „ესე არს ჴორცი ჩემი“, და საქმითა სიტყუაჲ დაამტკიცა, მანვე თქუა: „მიხილეთ მე მშიერი და არა მეცით ჭამადი; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე. რამეთუ რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“. ვისწაოთ უკუე პატივ-ცემაჲ ქრისტესი ესრეთ, ვითარცა მას ჰნებავს, ნუ ვითარცა ჩუენ. რამეთუ პატივი წმიდათა საიდუმლოთაჲ ესე არს, რაჲთა სულითა განწმედილითა ცოდვისაგან ვეზიარებოდით, რამეთუ არა ჭურჭელნი ეჴმარებიან ღმერთსა ოქროჲსანი, არამედ სულნი ოქროჲსა უწმიდესნი. ხოლო ოქროჲ და ვეცხლი გლახაკთა ზედა წარაგე. და ამას ვიტყჳ, არა თუ ვაყენებ სამკაულთა ეკლესიისათა შემზადებად, არამედ ამას ვიტყჳ, ვითარმედ: პირველ ყოვლისა გლახაკთა მო-ღუაწებაჲმცა არს საძიებელ ჩუენდა. რამეთუ ეკლესიისაცა შესაწირავთა, რომელნი წმიდა იყვნენ ყოვლისავე მონახუეჭისაგან, შეიწირავს ღმერთი, გარნა მოწყალებასა ფრიად უმეტესად შეიწირავს და...