თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ოდეს საკჳრველნი ესე საქმენი აღესრულებოდესო, ოდეს ესოდენ განეფინა წყალობაჲ მისი, ვიდრე დედანიცა მეძავნი მოიქცეოდეს, ოდეს სიმრავლე იგი ცოდვათაჲ აღიჴოცებოდა, ოდეს ესმა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა“, მაშინ საეშმაკოჲ იგი საქმე იწუართა უბადრუკმან მან და არა შეიკდიმა. რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან ქალაქი მისი? რამეთუ იყო სხუაჲცა იუდა - იაკობისი.
„მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი“. არა ჰრიდა ამისაცა თქუმად, თუ: „ათორმეტთაგანი“, არცა სირცხჳლ-იჩინა. ესრეთ არცა ერთსა საყუედრელთა საქმეთაგანსა ჰფარვენ მახარებელნი, არამედ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყჳან; რამეთუ ძალ-ედვა ესრეთ ლიტონად თქუმად, თუ: ერთი მოწაფეთაგანი, რამეთუ იყვნეს სხუანიცა.
ხოლო აწ განცხადებულად თქუა, „ათორმეტთაგანიო“. ესე იგი არს, რჩეულისა მისგან და პატივცემულისა კრებულისა, რომელი იყო პეტრეს თანა და იოვანესა, მან ქმნა განცემაჲ იგი; რამეთუ ყოველსავე ზედა ჭეშმარიტებისა თქუმად მოსწრაფე არიან და არა დაფარვად. ამისთჳს სასწაულთა მრავალთა თანაწარჰჴდებიან, ხოლო რომელ-იგი საყუედრელად და...