...მ ა ნ ი: კუალად მოაჴსენა მიმცემელსა მას, დაფლვაჲ რაჲ თქუა, არამედ არა შეეხებოდა მას მხილებაჲ, ვერცა მოდრიკა გული მისი სიტყუამან მან, რომელი ფრიად ლმობიერმყოფელი იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამძიმარად გიჩნ მე, არამედ მელოდე მცირედ, და წარვიდე. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“ ; (12,8), გარნა ვერარამან ამათგანმან მოდრიკა ულმობელი იგი და მჴეცისსახჱ გონებაჲ, დაღაცათუ ამისა ფრიად უმრავლჱსი ჰრქუა და ქმნა, და ფერჴნი დაჰბანნა ღამესა მას, და ტაბლასა თჳსსა დაჯდომად ღირს-ყო და პური მისცა, რომელ-ესე ყოველი სულსაცა მჴეცთასა შემძლებელ არს მოდრეკად, და სიტყუანი ჰრქუნა შემძლებელნი ქვისაცა მოლბობად, და ყოველი იგი არა თუ უწინარეს მრავლისა ჟამისა ქმნა, რაჲთამცა დაჰვიწყებოდა, არამედ მას ღამესა, რომელსა მისცემდა, გარნა მან იგი ყოველი შეურაცხ-ყო.
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს
რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, ბოროტ, და თუალთა და ყურთა დაუყოფს და მჴეცისა უფიცხჱს ჰყოფს კაცსა, არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრებისა, არცა თჳსისა სულისა ცხორებასა უტევებს გულისხმის-ყოფად, არამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტ...