თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ჟამსა ჯეროვანსა შემოიღო ჴსენებაჲ ვნებისა თჳსისაჲ, ოდეს სასუფეველი აჴსენა და თჳსი იგი დიდებით მოსლვაჲ და მისაგებელი ცოდვილთაჲ. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რად შეურვებულ ხართ წარმავალთა ამათთჳს ჭირთა საწუთროჲსათა, ვინაჲთგან ესევითარნი კეთილნი გელიან თქუენ და დიდებაჲ საუკუნოჲ? და არა თქუა, თუ: შემდგომად ორისა დღისა მივეცემი, არამედ: „უწყითა, ვითარმედ შემდგომად ორისა დღისა პასექი იყოს?“ და მერმეღა დაურთო, ვითარმედ: „ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად“. რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ საიდუმლოჲ დიდი აღესრულების, და დღესასწაული მოიწევის ცხორებად ყოვლისა სოფლისა. და ვითარმედ წინაჲსწარ იცოდა ყოველივე, რაჲ-იგი შემთხუევად იყო. ხოლო პასექისა მიერ პირველნიცა იგი სასწაულნი, ეგჳპტეს ქმნილნი, მოაჴსენნა, რაჟამს-იგი გამოიყვანებდა ძეთა ისრაჱლისათა „ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა“.
სახარებაჲ მათესი 26:1
1-2. და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად? - მას შემდეგ, რაც სასუფეველი და სატანჯველი მოიხსენა, დროულად საუბრობს საკუთარ ტანჯვაზეც, თითქოს ამბობს: "ჯვარზე გამკვრელნი ჩემნი ცეცხლს დაიმსახურებენ".
3-5. მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის. - მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმთავრის შეცვლა, ვიდრე იგი არ გარდაიცვლებოდა, სჯულის ბრძანებით არ შეიძლებოდა, სჯულის საწინააღმდეგოდ, იუდეველები მათ ყოველ წელს ცვლიდნენ. იმ წლის მღვდელმთავართან ქრისტეს მოკვლის შესახებ სათათბიროდ ისინი მივიდნენ, რომელთაც მკვლელთა დასჯა ევალებოდათ. მღვდელმოძვართ მახარებელი იმათ უწოდებს, რომელთაც წლის მსახურება უკვე აღსრულებული ჰქონდათ. დანაშაულებრივი მკვლელობის განმზრახველთ ღმრთის კი არ ეშინიათ, არამედ ხალხისა; ეშინოდათ იმისა, რომ ქრისტეს დღესასწაულზე...
...მ ა ნ ი: კუალად მოაჴსენა მიმცემელსა მას, დაფლვაჲ რაჲ თქუა, არამედ არა შეეხებოდა მას მხილებაჲ, ვერცა მოდრიკა გული მისი სიტყუამან მან, რომელი ფრიად ლმობიერმყოფელი იყო, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამძიმარად გიჩნ მე, არამედ მელოდე მცირედ, და წარვიდე. რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“ ; (12,8), გარნა ვერარამან ამათგანმან მოდრიკა ულმობელი იგი და მჴეცისსახჱ გონებაჲ, დაღაცათუ ამისა ფრიად უმრავლჱსი ჰრქუა და ქმნა, და ფერჴნი დაჰბანნა ღამესა მას, და ტაბლასა თჳსსა დაჯდომად ღირს-ყო და პური მისცა, რომელ-ესე ყოველი სულსაცა მჴეცთასა შემძლებელ არს მოდრეკად, და სიტყუანი ჰრქუნა შემძლებელნი ქვისაცა მოლბობად, და ყოველი იგი არა თუ უწინარეს მრავლისა ჟამისა ქმნა, რაჲთამცა დაჰვიწყებოდა, არამედ მას ღამესა, რომელსა მისცემდა, გარნა მან იგი ყოველი შეურაცხ-ყო.
სწავლაჲ ჲე ვეცხლისმოყუარებისათჳს
რამეთუ ბოროტ არს ვეცხლისმოყუარებაჲ, ბოროტ, და თუალთა და ყურთა დაუყოფს და მჴეცისა უფიცხჱს ჰყოფს კაცსა, არცა გონებისა მხილებასა, არცა მეგობრებისა, არცა თჳსისა სულისა ცხორებასა უტევებს გულისხმის-ყოფად, არამედ ვინაჲთგან სძლიოს კაცსა, მიერითგან სრულიად დაიმონებს მას, ვითარცა მძლავრი ბოროტი. და უბოროტ...
...მოწაფეთა მიმართ თქუმულ არს, და-ღაცათუ ესრეთ ჩანს, არამედ უძლურებისა მიმართ დედაკაცისა მის. რამეთუ ვინაჲთგან იგი უმეცარი იყო და უძლური, ხოლო იგინი აბრალებდეს, ინება უფალმან ნუგეშინის-ცემაჲ მისი და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, ვი-თარმედ: „რასა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდამო“. ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინის-ცემისა მისისათჳს თქუა, თუ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. რამეთუ საცნაურ არს, ვი-თარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.
ამის ყოვლისაგან ცხად არს, ვითარმედ ესე იყო პირი სიტყუათა მის-თაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, მაშინ აღმოცენებული, არა განაჴმოს შერისხვამან მოწაფეთამან. ხოლო ჩუენ ნუ შემოვიღებთ შორის სიტყუათა ამათ, რომელნი განგებულებითა რომლითამე თქუმულ არიან; არამედ რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა...