მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:9

8. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან.9. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა.10. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი.
სახარებაჲ მათესი თავი 25
9. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პდ სიყუარულისა და კეთილის-ყოფისათჳს მტერთაჲსა:

...მის ჟამისათჳს, რამეთუ ფრიადი საგზალი გჳჴმს ჩუენ, რამეთუ ფრიადი გზაჲ არს ურწყული და ძნელი, და წარვვლოთ იგი ყოველი. და არა არს უცხოთა სადგური, არცა სავაჭროჲ გზასა ზედა, რაჲთამცა რაჲ ვიყიდეთ, უკუეთუ ყოველი ამიერ არა გუაქუნდეს.

ისმინე, რასა ეტყჳან ქალწულნი იგი ბრძენნი სულელთა მათ, ვი-თარმედ: „წარვედით და იყიდეთ“, არამედ ვერ პოვეს. ისმინე, რასა ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს მის დღისათჳს, ვითარმედ: „ნოე და იობ და დანიელ ძენი მათნი ვერ გამოიჴსნენ“. არამედ ჩუენ ნუმცა გუასმიან სიტყუანი ესე, აღვიღოთ საგზალი ამიერ, რომელი კმა იყოს საუკუნოდ ცხორებად, და კადნიერებით ვიხილოთ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა