...ნ უგამოყენებლოდ საცავებში ლპებოდეს, როცა ამდენი ადამიანი საჭიროებს ტანსაცმელს და თითქმის შიშველი დადის. ჩრჩილზე მეტად შიშველ ქრისტეს მივანიჭოთ უპირატესობა და შევმოსოთ იგი, ვისაც არ აცვია ტანსაცმელი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის, რათა, მისი შემოსვის ღირსნი, იმ დღეს ვისმინოთ: „შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე" (). ნუთუ მძიმე და დამღლელია ეს მცნებები? ეს სიკეთეები, ამბობენ ისინი, ლპება, ძველდება, ტყუილუბრალოდ და უსარგებლოდ იხარჯება — შეეცადე სასარგებლოდ მოხმარო, რათა მათი დაკარგვისგან ზარალი არ მიიღო, არამედ, პირიქით, უდიდესი მოგება მოიპოვო. უკიდურესი და უზომო სისასტიკეა — საკუთარ სიამოვნებაზე ამდენის ხარჯვისას, ზედმეტს სკივრებსა და საცავებში ჩაკეტო, თვისტომთა გაჭირვების შემსუბუქება არ მოინდომო, ზედმეტი ნივთები ჩრჩილსა და მატლს, ან ქურდებს მისცე და ამის გამო სასჯელი მიიღო, ვიდრე სათანადოდ განკარგო და ჯილდო მიიღო. ნუ მივცემთ, გევედრებით, ჩვენი სულების ცხონებისადმი უზრუნველობას ასეთ ზომამდე მიაღწიოს, არამედ, ზედმეტი ღარიბებს რომ გავუნაწილოთ, წინასწარ მოვიპოვოთ დიდი კადნიერება, რათა ღირსნი გავხდეთ გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობისა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, ა...
სახარებაჲ მათესი 25:36
35. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე;36. შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა.37. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ?
სახარებაჲ მათესი თავი 25