ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა თჳსისათა; და შეკრბენ წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან“ (25,31-32).
სიტყუათაჲ ამათ შუენიერთა და შესაძრწუნებელთაჲ, რომელნი მარადის გონებათა შინა ჩუენთა არიან, ვისმინოთ აწ შიშით და ლმობიერებით, რომელნი-ესე აღსასრულად ყვნა სწავლისა მის თჳსისა უფალმან და სამარ-თლად ესრეთ განაწესა, რამეთუ დიდად პატიოსან არს მისდა მოწყალებაჲ და ძმათმოყუარებაჲ, და ყოველსავე სახარებასა შინა მრავალგზის აჴსენა იგი. ხოლო უმეტესადღა აწ, და ცხადად, და არა ორი პირი ანუ ხუთი მოიღო იგავად, არამედ ყოველივე სოფელი; დაღაცათუ ზემოცა იგავთა მათ მიერ არა ორსა პირსა ანუ ხუთსა მოასწავებდა, არამედ ორსა კერძსა: კე-თილსა და ხენეშსა.
ხოლო აწ შესაძრწუნებელად შესთხზნის სიტყუასა ამას თჳსსა. ამის-თჳსცა არა თქუა, თუ: „ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ“, არამედ განცხადებულად გჳჩუენებს თავსა თჳსსა და იტყჳს: „რაჟამს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა თჳსითა“. რამეთუ აწ...