მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:3

2. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი.3. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.4. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა.
სახარებაჲ მათესი თავი 25
3. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი იგი მათგანნი იყვნეს სულელნი, და ხუთნი - ბრძენნი. მიიხუნეს სულელთა მათ სანთელნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა სანთელთა მათ თანა. დაყოვნებასა მას მის სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე შემოვალს, აღდეგით და მივეგებვოდით მას. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს სანთელნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ წარვედით სავაჭროსა და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძჱ იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაიჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა! მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე თქუენცა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა ჟამი“ (25,1-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა იგავი პირველისა მის მსგავს არს, რომელ-იგი თქუა სარწმუნოჲსა მისთჳს მონისა და უმადლოჲსა. რამეთუ ოთხნი არიან შეწყობით იგავნი ესე, და ოთხნივე ერთსა პირსა გამოსახავენ თითოფერად: იგავი იგი ორთა მათ მონათაჲ, და ათთა ამათ ქალწულთაჲ, და მონა-თა მათ, რომელთა ქანქარნი ერწმუნნეს, და ცხოვართაჲ მათ და თიკანთაჲ. ესე ოთხნივე ერთსა სახესა გუასწავებენ: მოწყალებისათჳს, და რაჲთა ყოვლითა საქმითა, რომელიცა ძალ-გუედვას, სარგებელ ვეყოფოდით მოყუას-თა, რამეთუ შეუძლებელ არს სხუაებრ მიმთხუევად ცხოვრებისა. არამედ სხუანი იგი იგავნი შემოკრებულად ყოველსავე სარგებელსა გამოსახვენ, რომელი ჯერ-არს ყოფად ძმათა მიმართ, ხოლო ქალწულთაჲ ესე იგავი უმეტესად მოწყალებასა მოასწავებს განყოფითა საჴმართაჲთა; და უფიცხეს პირველისა მის იგავისა ყო ესე, რამეთუ მუნ რომელი-იგი ითრვებოდა და სცემდა მოყუასთა და ბოროტად წარმგებელი იყო, იტანჯა, ხოლო აქა რომელი არა სარგებელ ეყოფოდის ძმათა და არა უხუებით განუყოფდეს, რომელი-რაჲ აქუნდეს, მოასწავებს განვრდომად სასძლოჲსა მისგან, ვი-თარცა შეემთხჳა სულელთა მათ.

ხოლო რაჲსათჳს იგავსა ამას შინა პირი ქალწულთაჲ წარმოიღო და არა სხუაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:1-5 — ათი ქალწული: ბრძენნი და უგუნურნი:

1-5. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. - ქალწულთა სახით უფალი ჩვენ გვთავაზობს იგავს მოწყალებაზე, სახელდობრ, მართალია, ქალწულება დიდი საქმეა, მაგრამ ვინც მას დაიმარხავს, არა მხოლოდ მასზე, არამედ სხვა საქმეებზეც უნდა იზრუნოს. იცოდე, უკეთუ მოწყალე არ იქნები, ქალწულიც რომ იყო, მრუშებთან ერთად ჩაგაგდებენ. სამართლიანად განიდევნება ისიც, ვინც, თუმცა ქალწულია, მაგრამ - უმოწყალო და შეუბრალებელი. მემრუშეს ძლიერი, ბუნებრივი ვნება ამარცხებს, შეუწყალებელს კი - ფული. რაც უფრო სუსტია მოწინააღმდეგე, მით უფრო ნაკლებ შეენდობა ვერცხლისმოყვარეობის ვნებისაგან ძლეულს. ვერცხლისმოყვარე უგუნურიცაა, რადგან დაძლია რა ბუნებრივი მგზნებარება, თვითონ შედარებით მცირე ვნების - ფულისაგან იქნა ძლეული. ძილი სიკვდილს ნიშნავს, ხოლო დაგვიანება...

სრულად ნახვა
საუბარი 65. „გამოვიდეს ძმანი იოსებისანი ეგჳპტით" (დაბ 45:25-26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მოთმინება განსაცდელში და ღვთის განგებაზე მინდობა:

...ასე იქნება ყოველთა უფალთან. თუ ვინმე რაიმე კაცთმოყვარეობასა და თანალმობას გამოუჩენს გზაზე მიმავალ ადამიანს ან გზაჯვარედინზე დავრდომილს, უფალი ამას თავის თავზე მიიღებს და აღუთქვამს ამის გამკეთებლებს ზეცის სასუფეველში შესვლას: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო,... რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი" (). მით უმეტეს, ვინც უფლისთვის მოღვაწეთ და წმიდა ხარისხით შემოსილთ ემსახურება, არა მხოლოდ ისეთივე, არამედ ბევრად უფრო დიდ საზღაურს მიიღებს, რადგან კაცთმოყვარე უფალი ყოველთვის დიდი სიუხვით აზღაურებს ჩვენს მიერ ჩადენილს. მაშ, ნუ ვიქნებით ურწმუნოებზე უარესნი, რომლებიც, ჯერ კიდევ კერპების შეცდომაში მყოფნი, ასეთ მზრუნველობას იჩენდნენ მათი მსახურების მიმართ. რამდენად დიდია განსხვავება შეცდომასა და ჭეშმარიტებას შორის, კერპთა მსახურთა და ღვთის მსახურთა შორის, ისეთივე განსხვავება ვაჩვენოთ თვით პატივისცემაშიც, რათა ზეციდან მით უფრო დიდი საზღაური მივიღოთ. „ხოლო დაემკჳდრა ისრაჱლ ქუეყანასა ეგჳპტისასა... და აღორძნდეს და განმრავლდეს ფრიად" (). ასეთი იყო ღვთის აღთქმა იაკობისადმი: „ნათესავად დიდად გყო შენ მუნ". და **„ცხოვნდა იაკობ ეგჳპტეს ათჩჳდმეტ წელ და იყვნეს დღენი იაკობისნი და წელნი ცხორებ...

სრულად ნახვა
საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის უგულებელყოფა და გლახაკთა მიმართ მოწყალება:

...ნათლად გვასწავლის სახარებაში იგავი, რომელიც ერთს მარჯვნივ აყენებს, მეორეთ მარცხნივ, და ამბობს, რომ პირველთათვის ცათა სასუფეველი მომზადებულია გაჭირვებულთა შესახებ მზრუნველობისთვის: „მოვედით, — ნათქვამია იქ, — კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). რატომ და რისთვის? „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი" (). ხოლო უკანასკნელთათვის საუკუნო ცეცხლი არის მომზადებული. „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). დიდია ამ სიტყვების მნიშვნელობა! ყოველივეს უფალი და შემოქმედი ამბობს: „რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი" (). რომელ სულს არ აღაძრავს ეს, თუნდაც ის ქვის სული იყოს? შენი უფალი მშიერი დადის, ხოლო შენ ფუფუნებაში ცხოვრობ! და არა მხოლოდ ეს არის საშინელი, არამედ ისიც, რომ ფუფუნებაში მცხოვრები ბედავ მისი უგულებელყოფას, თანაც მაშინ, როცა ბევრს კი არ ითხოვს, არამედ მხოლოდ ერთ პურს, შიმშილის მოსაკლავად. იგი სიცივისგან გაშეშებული დადის, შენ კი, აბრეშუმის ქსოვილებშ...

სრულად ნახვა
საუბარი 35. „იყო ამრაფელის მეფობისას" (დაბ 14:1-2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. სიმდაბლე — სათნოების საფუძველი:

...ნ უგამოყენებლოდ საცავებში ლპებოდეს, როცა ამდენი ადამიანი საჭიროებს ტანსაცმელს და თითქმის შიშველი დადის. ჩრჩილზე მეტად შიშველ ქრისტეს მივანიჭოთ უპირატესობა და შევმოსოთ იგი, ვისაც არ აცვია ტანსაცმელი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისათვის, რათა, მისი შემოსვის ღირსნი, იმ დღეს ვისმინოთ: „შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე" (). ნუთუ მძიმე და დამღლელია ეს მცნებები? ეს სიკეთეები, ამბობენ ისინი, ლპება, ძველდება, ტყუილუბრალოდ და უსარგებლოდ იხარჯება — შეეცადე სასარგებლოდ მოხმარო, რათა მათი დაკარგვისგან ზარალი არ მიიღო, არამედ, პირიქით, უდიდესი მოგება მოიპოვო. უკიდურესი და უზომო სისასტიკეა — საკუთარ სიამოვნებაზე ამდენის ხარჯვისას, ზედმეტს სკივრებსა და საცავებში ჩაკეტო, თვისტომთა გაჭირვების შემსუბუქება არ მოინდომო, ზედმეტი ნივთები ჩრჩილსა და მატლს, ან ქურდებს მისცე და ამის გამო სასჯელი მიიღო, ვიდრე სათანადოდ განკარგო და ჯილდო მიიღო. ნუ მივცემთ, გევედრებით, ჩვენი სულების ცხონებისადმი უზრუნველობას ასეთ ზომამდე მიაღწიოს, არამედ, ზედმეტი ღარიბებს რომ გავუნაწილოთ, წინასწარ მოვიპოვოთ დიდი კადნიერება, რათა ღირსნი გავხდეთ გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობისა, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, ა...

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღმერთი გულის განწყობას ხედავს:

...ლუხვობა გამოვიჩინოთ, რათა მცირედის მიცემით, დიდი ჯილდოს ღირსნი გავხდეთ. მართლაც, მითხარი, რა თანასწორობაა — ცოტაოდენი ფული მისცე და ცოდვათა მოტევება მიიღო? მშივარს გამოკვებო — და იმ საშინელ სამსჯავრო დღეს კადნიერება მოიპოვო და ისმინო სიტყვები, რომლებიც სასუფევლის ღირსია: „რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი" ()? ნუთუ ის, ვინც შენ მიმართ ასეთი გულუხვობა გამოიჩინა, თავად ვერ შეძლებდა ამ მშივრის საჭიროების დაკმაყოფილებას? მაგრამ იგი მას სიღარიბეში ტანჯვის უტოვებს, რომ ისიც მოთმინებისთვის დიდი ჯილდოს ღირსი გახდეს, და შენც მოწყალებით კადნიერება შეიძინო.

3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16)

ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ მოაწყობს იგი ყველაფერს ჩვენი ცხონებისთვის? მაშ, როცა იფიქრებ, რომ ღარიბი სიღარიბესთან იბრძვის და შიმშილისგან ილევა შენთვის და შენი სარგებლისთვის, ნუ ჩაუვლი თანალმობის გარეშე, არამედ ერთგული განმგებელი იყავი იმისა, რაც უფლისგან გერწმუნა, რომ ღარიბის საჭიროების დაკმაყოფილებით, თავადაც ზეციდან დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდე. ადიდე შენი უფალი იმის გამოც, რომ მან შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანის სიღარიბეში ცხოვრება, რომ შენ შეძლო იპოვო საშუალება შენი ცოდვების განწმენდისა და უფლისგან გერწ...

სრულად ნახვა
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. გველის სასჯელი და ეშმაკის საუკუნო ცეცხლი (3:14-15):

...ის თანამონაწილე გახდნენ? რომ ჩვენთვის, თუ ვინებებთ სათნოების აღსრულებას და იესო ქრისტეს მიერ დადგენილი კანონების შესრულებას, სასუფეველი არის განმზადებული, — ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს (ქრისტე): „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, მისთვის ჩაუქრობელი ცეცხლია განმზადებული, ჩვენთვის კი, თუ უზრუნველნი არ ვიქნებით, — სასუფეველი? ამის მოფიქრალნი, ვიზრუნოთ ცხოვრებაზე, ბოროტებას მოვერიდოთ და ეშმაკის მზაკვრობით არასოდეს შევცდუნდეთ. თუ გნებავთ და დაღლილად არ გრძნობთ თავს, კიდევ განვიხილოთ გველზე დადებული სასჯელი, რათა ამგვარად, სასამართლოს ბოლომდე თანდათან მიმოვიხილავთ, ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადე ვნახოთ. თუ ადამიანები ხშირად მთელ დღეს ატარებენ საჯარო სასამართლოზე მჯდომი და განსასჯელთა მიმართ განაჩენის გამომტანი მოსამართლის ხილვაში და არ მიდიან, ვიდრე მოსამართლე არ ადგება, მით მეტი მოშურნეობით მართებს ახლა ვუყუროთ ყოვლადსახიერ ღმერთს, — როგორ, ერთი მხრივ, გველს მძიმე სასჯელს უწესებს, რათა ამ გრძნობადი ცხოველის, რომელიც ბოროტმა დემონმა იარაღად გამოიყენა, სასჯელით გაგვეგო ის სასჯელი, რომელიც თავად ეშმაკს ელოდება; და როგორ, მეორე მხრივ, ცოლსაც და ქმარსაც შ...

სრულად ნახვა
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ადამის სამოთხეში დამკვიდრება (2:15):

...ბლისთვის წარმართავს და აკეთებს, მაგრამ, ამასთანავე, ტკბობასაც გვაძლევს და მოსვენებასაც. თუ მან, უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, გამოუთქმელი ის კეთილნი ჩვენი შექმნის წინაც კი მოამზადა, როგორც თავად ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (), მით უმეტეს უხვად მოგვანიჭებს აქაურ ყოველ კეთილს.

3. ღვთის მცნება ადამისადმი (2:16-17)

ამრიგად, შექმნილ ადამიანს ამდენი კეთილი უყო: ჯერ არარსებობიდან არსებობაში გამოიყვანა და ინება, მისი სხეული მიწის მტვრისგან შეემზადებინა, შემდეგ შთაბერვით საუკეთესოც — უსხეულო სული — უბოძა, მერე სამოთხის შექმნა ბრძანა და იქ დაასახლა; ამის შემდეგ უფალი ღმერთი, მოსიყვარულე მამის მსგავსად, რომელიც თავის ახალგაზრდა შვილს, სრული მოსვენებითა და კმაყოფილებით მოცულს, რაღაც მსუბუქ და ზომიერ საზრუნავს მოუგონებს, რათა არ გაფუჭდეს, — ადამს სამოთხის შეწევნა და დაცვა უბრძანა, რათა ამ ორი საქმით, ასეთი დიდი კმაყოფილების, უსაფრთხოებისა და მოსვენების ფონზე, რაღაც ზღუდე ჰქონოდა, რომელიც მისი ზედმეტ სწრაფვას შეაკავებდა. ასეთია კეთილნი, რომლებიც პირველქმნილს უკვე მიცემულნი იყო, ხოლო შემდგომში დამატებულნი სხვანი კვლავ დიდ და საკვირველ სიყვარულსა და მოწყალება...

სრულად ნახვა
საუბარი 3. გაგრძელება სიტყვებზე: „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", სიტყვებამდე: „და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი" (დაბ 1:1-5)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის კაცთმოყვარეობა და ძმის ცხონება:

...დ, რათა გვაცხოვნოს და, ცთომილებიდან გამოგვიხსნას, ნეტარება მოგვანიჭოს (ზეციურ) სასუფეველში. მან ჩვენთვის არა ახლა, შექმნის შემდეგ, არამედ ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე მოამზადა, როგორც თავადვე ამბობს: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, რა კაცთმოყვარეა უფალი, როგორ ჯერ კიდევ შექმნამდე და ადამიანის გამოჩენამდე მოამზადა მისთვის უთვალავი სიკეთენი და ამით აჩვენა, რა მზრუნველობა აქვს ჩვენი მოდგმისთვის და, რომ ყველას ცხონება სურს.

ასეთი მეუფის მქონენი — ასეთი კაცთმოყვარისა, ასეთი სახიერისა და ასეთი მოწყალისა — ვიზრუნოთ ცხონებაზე, როგორც საკუთარზე, ისე ჩვენი ძმებისაზე. ჩვენს ცხონებას ისიც შეუწყობს ხელს, როცა არა მხოლოდ საკუთარ თავზე ვიზრუნებთ, არამედ მოყვასს სარგებელს მოვუტანთ და ჭეშმარიტების გზაზე წავუძღვებით. ხოლო, რათა დაინახო, რა დიდი სიკეთეა — საკუთარი ცხონების აღსრულებასთან ერთად სხვისთვისაც სარგებლობის მოტანა, ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი ღვთის სახელით: „გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო" (). რას ნიშნავს ეს? ვინც მოყვასს ცთომილებიდან ჭეშმარიტებისკენ წაიყვანს ან ბოროტ...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. ღმრთისმეტყუელებისათჳს ძისა დიდებითა მამისაჲთა და ძლევისათჳს ბოროტისა, სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ცხორებად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან (5,2-3).:

...ძმათა ჩუენთა. რამეთუ არა გამოყვანებასა საპყრობილით, არცა აღდგინებასა სნეულისასა, არამედ მისლვასა ოდენ გუამცნებს ხილვად მათდა. არცა მრავალფერთა სანოვაგეთა მიცემად მშიერისა, არამედ პურსა — საჭიროა საზრდელსა, და ამას აღიარებს დღესა მას საშჯელისასა მადლობით ჩუენთჳს: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასჳთ" () და შემდგომი ამისი. ამას ყოველსა თანა ესე არს უმეტესი არა-სიმძიმე მცნებათა მისთაჲ, რამეთუ ჩუენგან გულსმოდგინებასა ხოლო ეძიებს და დაწყებასა მოქმედებისასა, და იგი თავადი შეგუეწევის და სრულ ჰყოფს საქმით გულსმოდგინებასა ჩუენსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა. და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი. რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? —არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ (5,4-5).

თარგმანი: სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა ნათლისღებისაჲთა მადლით ვიშვებით ღმრთისა მიერ, და რაჟამს მის მიერ შობილნი სათნოებათა მიერ ვემსგავსებოდით მას, ვსძლევთ სოფელსა, ესე იგი არს ყოველსა სიბოროტესა და უღმრთოებასა. რამეთუ ძალი სარწმუნოებისა ჩუენისაჲ განმჴდელ ექმნების ყოველსა ბნელსა უმეცრებისასა, რაჟამს სიტყჳთ და საქმით გურწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ. რამეთუ ამი...

სრულად ნახვა
თავი ა̂. ქრისტეს მიერ რჩეულებისა ჩუენისათჳს და დაწყებისა და სრულებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა (1,4).:

...დაბადებისა" ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ წინა მრავლით ჟამით პირველ სოფლის დაბადებისა განგებულ იყო განჩინებაჲ კაცთა ცხორებისაჲ, რომლისაჲ სრულიადი მიმთხუევაჲ მაშინ იქმნების, რაჟამს ესმას მარჯუენითთა მათ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი პირველ სოფლის დაბადებისა" ().

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით (1,4).

თარგმანი: ამისთჳს გამორჩეულ ვართ მის მიერ, რაჲთა წმიდა ვიქმნნეთ სარწმუნოებითა და უბიწო სათნოდ მოქალაქობითა, რომელ არს სწორებით მოგებაჲ სარწმუნოებისა მართლისა და საქმეთა კეთილთაჲ. ხოლო წინაშე მისსა წმიდა და უბიწო ყოფაჲ ესრეთ გულისჴმა-ყავ, რამეთუ იყვის ვინმე კაცთა წინაშე საგონებელ წმიდა და უბიწო, არამედ მაშინღა არს მტკიცე სიწმიდე და უბიწოებაჲ, რაჟამს არა კაცთა საჩუენებელ იყოს გარეშე, არამედ წინაშე მხედველისა მის დაფარულთაჲსა ღირსებით წარდგებოდის სრულებით სიწმიდითა ჴორცთა და გონებისაჲთა, რამეთუ იგი არს მიზეზიცა ყოვლისა კეთილისაჲ და განმრჩეველიცა დრკუჲსა და მართლისაჲ, რომელმან-იგი წმიდა და უბიწო მყვნა წინაშე მისსა; არა რაჲსა სხჳსათჳს, არამედ სიყუარულისა მისთჳს, რომლითა მან თავადმან შემიყუარნა ჩუენ.

მოციქულისაჲ: წინაჲსწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პე: ვითარმედ არა ჯერ-არს მრავალსასყიდლისა სახუეველითა დაფლვაჲ მკუდართაჲ, არამედ მოწყალებისა ქმნაჲ მათთჳს:

...(ლუკ. 7,37-38) და კუალად ესეცა ვთქუა, ვითარმედ: არა იცოდეს მათ მაშინ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და ამისთჳს იქმოდეს ამას, ვითარცა იყო წესი ჰურიათაჲ. რაჲთა სცნა, ვი-თარმედ ქრისტეს ესე არად უჴმდა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი და გამომზარდეთ, და წყურიელი და მასუთ“, და არასადა იტყჳს, ვითარმედ: მკუდარი დამმარხეთ დიდფასისა სამოსლითა. რამეთუ არა თუ დაფლვასა და სახუეველთა გაყენებ, - ნუ იყოფინ! - არამედ ამაოსა მას უზომოებასა. და უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: სიყუარული წარსრულისაჲ მის გუარწმუნებს ამას, ესე არა სიყუარული არს. არამედ უკუეთუ გიყუარს წარსრული იგი, მე გიჩუენო საქმჱ სიყუარულისაჲ: შეჰმოსენ მას სამოსელნი, რომელნი არასადა განიხრწნენ, არცა ვინ წარიპარნეს იგინი, - ესე არს მოწყალებაჲ; იგი აღდგეს მის თანა და ადიდოს, რამეთუ მით სამოსლითა ბრწყინვიდენ, რომელთა ჰრქუას, ვითარმედ: „მშიერი ვიყავ, და გამომზარდეთ“. ხოლო აწინდელნი ესე სამკაულნი არარა არიან, გარნა ტაბლაჲ მატლთაჲ, რამეთუ ჯერ-არს შეხუევაჲ საზომისაებრ, ხოლო ამაოჲ იგი საქმჱ რად ჯერ-არს? რომელთადა ცხორებასა ამასცა ერთითა სამოსლითა ბრძანებულ არს ყოფაჲ, შემდგომად სიკუდილისა რად შეჰმოსთ სამოსელთა მრავალსასყიდლისათა და ოქროსა და ვეცხლსა?

დავსცხრეთ ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნთ: მცნებათა ქრისტჱსთა დამარხვისათჳს და საჴმართმოყუარებისათჳს:

...ჰა ესერა შესაძლებელ არს აწცა ამის საქმისა ქმნაჲ, უკუეთუ ვის ენებოს, რაჲთა მოუწოდოთ მას სახედ თქუენდა და მოიღოთ კურთხევაჲ მისგან და გესმეს მას დღესა შინა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი, განმზადებული თქუენთჳს უწინარეს სოფლის დაბადებისა. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი. აწ უკუეთუ გუნებავს, რაჲთა ესე ჴმაჲ გუესმეს, შევმოსოთ შიშუელი, შევიწყნაროთ უცხოჲ, გამოვზარდოთ მშიერი, ვასუათ წყურიელსა, მივიდეთ სნეულისა და საპყრობილეს მყოფისა და ვპოვოთ მას დღესა კადნიერებაჲ და შენდობაჲ ცოდვათაჲ და საუკუნეთა კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რამეთუ არა ესრეთ მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა ცხოვნდეს სოფელი მის მიერ“ (3,17).:

...„არა მოვედ, რაჲთა დავსაჯო სოფელი, არამედ რაჲთა ვაცხოვნო”, ; ხოლო მეორისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „ოდეს მოვიდეს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისაჲთა და დაიდგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი მარცხენით“. და უკუეთუმცა არა ფრიადითა სახიერებითა თჳსითა შეგჳნდობდა, პირველიმცა მოსლვაჲ მისი საშჯელიმცა კაცთაჲ ყოფილ იყო, რამეთუ პირველ მოსლვისა მისისაცა შჯული იყო ბუნებით, და კუალად შჯული და წერილი და სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთანი და საქმენი სასწაულთანი და სატანჯველთათჳს საუკუნეთა სიტყუანი და სხუაჲ ესევითარი მრავალი; და ღირს იყო, რაჲთამცა მის ყოვლისათჳს სიტყუაჲ იძია, არამედ მან კაცთმოყუარებისა თჳსისათჳს პირველი ყოველი შეგჳნდო, თუ არა, ყოველნიმცა წარწყმედულ ვიყვენით, რამეთუ ყოველ-თავე ვცოდეთ და დაკლებულ ვიყვენით დიდებასა ღმრთისასა, არამედ განვმართლდით უსასყიდლოდ მადლითა მისითა. იხილეა მიუწდომელობაჲ იგი სახიერებისა მისისაჲ?

უკუეთუ კულა ვინ თქუას, ვითარმედ: უკუეთუ არა ამისთჳს მოვიდა, რაჲთა დასაჯოს სოფელი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაშჯილ არს“ (3,18)? უკუეთუ არა არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარ დაშჯილ არს? არამედ გულისხმა-...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პჱ მოწყალებისათჳს:

...სსაქმესა მას. უკუეთუმცა არა თჳსად შეჰრაცხვიდა, არამცა ღირსყვნა მოწყალენი სასუფეველსა, და უწყალონი არამცა მისცნა გეჰენიასა. არამედ საცნაურ არს, ვითარმედ თჳსად შეურაცხია, რავდენიცა უყოთ გლახაკთა.

ამისთჳს, კაცო, იხილო რაჲ გლახაკი, მოიჴსენენ სიტყუანი უფლისანი, რომელ თქუა, ვითარმედ: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“, და შემდგომი ამისი, და მოსწრაფებით ქმენ ქველისსაქმე. უკუეთუ არა გრწამს აწ, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: „რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთა ამათგანსა, მე არა მიყავთ“. გარნა ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგუეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩუენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა, მწოდებელსა ჩუენდა სასუფეველად.

ჰე, გევედრები, შევიტკბოთ მოწყალებაჲ, რაჲთამცა მივემთხჳნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახუეჭისა და ნატაცებისაგან ვიქმთ ქველისსაქმესა, რამეთუ ესევითარნი ქველისსაქმენი ჰურიათა შეჰგვანან, არა ქრისტეანეთა. არამედ არიან აწცა ვიეთნიმე, რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხუეჭენ, და უკუეთუ ათი, გინა ოცი, ანუ თუ ასი დრაჰკანი მისცენ გლახაკთა, ჰგონებენ, თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი; რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „დაჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაჲთა საკურ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნვ მეორედ მოსლვისათჳს და ვახშისათჳს:

...ნმცა უძლო მითხრობად ანუ გონებითაცა მიწუთომად მაშინდელსა მას დიდებასა და ბრწყინვალებასა მისსა? რამეთუ ჭეშმარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესაძრწუნებელ, ოდეს ყოველნი ანგელოზნი და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვნენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა; და რომელთამე ეტყოდის: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, და სხუათა ჰრქუას: „ეჰა მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“; და კუალად სხუათა ჰრისხვიდეს და წარავლენდეს ცეცხლად საუკუნოდ, და რომელსამე უწოდდეს მონად ბოროტად, უკეთურად და მედგარად; და სხჳსა ნაწილსა ორგან განკუეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს; სხუა-თა კუალად უბრძანებდეს შეკრვად ჴელით და ფერჴით და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდის ჟამისა მისგან?

მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, და ფრიად უმეტესცა მზისა. არამედ არაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალესი მზისა, ამისთჳს მას მოვიღებთ სახედ მაშინდლისა მის მართალთა ბრწყინვალებისა. რამე-თუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე“, ამისთჳს ესრეთ თქუა, რამეთუ არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის. და ოდეს აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდესა და დასხდიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (13,47-50).:

...ა წარწყმდებიან, რომელნიცა ფრიად საწყალობელ არიან, რამეთუ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მიემთხჳნეს და ეგრეთცა ვერვე ცხონდეს, რამეთუ საქმენი ცოდვისანი ვერ მოიძულნეს. ხოლო ვი-თარ რომელ ოდესმე თავსა თჳსსა იტყჳს მწყემსი იგი სახიერი განმრჩეველად კეთილთა ბოროტთაგან, „ვითარცა განარჩინის მწყემსმან ცხოარნი თიკანთაგან“, და აწ აქა ანგელოზთა მოასწავებს? ესე ამისთჳს, რამეთუ ოდესმე კაცობრივრე ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მსმენელთა მათ უძლურებისათჳს და ოდესმე უმაღლეს და გულისჴმისსაყოფელად, რამეთუ ყოველივე განგებულებითა წამის-ყოფისა მისისაჲთა იქმნების. ხოლო აქა მსმენელთა მათთჳს ანგელოზნიცა აჴსენნა, რაჲთა ცნან, ვითარმედ იგი არს მეუფე ანგელოზთა და კაცთაჲ. ხოლო რაჲთა არავის ესმას, თუ ჯერკუალი გარე განითხევის, და ჰგონებდეს, ვითარმედ უჭირველ არს განთხევაჲ იგი, ამის-თჳს განჰმარტა სიტყუაჲ ესე და სატანჯველი იგი გამოაჩინა საშინელი, ვი-თარმედ: „შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“. იხილეა, რავდენნი გზანი არიან წარწყმედისანი? კლდე იგი და ეკალნი, და გზაჲ და ღუარძლი, და ბადესა შინა პოვნილი ჯერკუალი. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ფართო არს გზაჲ იგი წარწყმედად მიმყვანებელი, და მრავალნი ვლენან მას შინა“.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:

...ალი ჩუენი იესუ ქრისტე: „მამაო, რომელნი მომცენ მე, მნებავს, რაჲთა სადაცა მე ვიყო, იგინიცა იყვნენ ჩემ თანა, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს ეტყჳს მეუფე მარჯუენითთა მათ: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“. ხოლო ამის დიდებულისა და საწადელისა სავანისა ბჭე იწროჲ არს.

არს კუალად მეორე იგი სავანე, სადა არს ბნელი იგი წყუდიადი და ცეცხლი უშრეტი, მატლი დაუძინებელი და ტარტაროზი ქუესკნელისაჲ და განშორებაჲ პირისაგან ღმრთისა. ხოლო კარი სავანისა მის ბოროტისაჲ ვრცელ არს და ფართო.

აწ უკუე რაჲ სიძნელე არს შესლვაჲ ბჭისა მისგან იწროჲსა და პოვნაჲ ზემოთქუმულისა მის დიდებულისა სავანისაჲ და დამკჳდრებაჲ მას შინა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა? ანუ რაჲ სიადვილე არს შესლვაჲ ბჭესა ფართოსა და დამკჳდრებაჲ მეორესა მას სავანესა, არა ჩუენთჳს განმზადებულსა, არამედ ეშმაკისათჳს და მსახურთა მისთათჳს?

არა ჯერ-არს უკუე, ძმანო, წუთერთისა ამის იწროებისათჳს გარემიქცევაჲ იწროჲსა მისგან ბჭისა და საჭიროჲსა გზისა, მიმყვანებელისა ცხორებად საუკუნოდ; რამეთუ ორკერძო არს სიადვილე კეთილისა მის გზისაჲ სათნოებათაჲსა: ერთად, რომელ ოფლნი და შრომანი მისნი წუთერთ არიან და წარმავალ, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“ (5,6).:

...აკისა მის სულიერისა იქმნების.

ნეტარ არიან უკუე, რომელთა შიოდის და სწყუროდის ქალწულებისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ შუენიერებითა მით სიწმიდისაჲთა; ნეტარ არიან, რომელთა შიოდის და სწყუროდის მოწყალებისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ სასყიდლითა მით სახიერებისაჲთა, ოდეს ესმას: „მოედით, კურ-თხეულნო მამისა ჩემისანო“; ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდის და სწყუროდის სიყუარულისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ სიტკბოებითა მით განუძღომელითა. ეგრეთვე ყოვლისა სათნოებისა და ყოვლისა სიმართლისათჳს მშიერნი და სურვიელნი ნეტარ არიან, რამეთუ განძღენ ნაყოფთა მათგან სიმართლისათა არა ვითარცა ჴორციელთა ჭამადთაგან, რომელ-თაგან აღმოივსის რაჲ მუცელი, მოსძაგდიან იგინი, და დაცარიელდის რაჲ, კუალად შიინ, რამეთუ ცარიელ არნ. ხოლო სულიერი იგი სიმაძღრე არცა ოდეს დაცარიელდების და განილევის, არამედ მტკიცე არს და განუქარვებელ, არცა წადიერებისა მის სიტკბოებისა მისისა ჰყოფს სიძაგულსა, არამედ მარადის საწადელ არს ღმრთისმოყუარეთა მიერ და გულისსათქუმელ და სასურველ.

ესრეთ უკუე შემოკრებულსა მას ყოველთა კეთილთაგან სათნოებასა სიმართლედ სახელ-სდვა, და კუალად ერთსა მასცა სათნოებასა, წინააღმდგომსა ანგაჰრებისასა, სიმართლედ ეწოდების, რომლისათჳსცა, ეგულებოდა რაჲ მოწყალებისათჳს თქუმად, პირველად შემო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ დ ვითარმედ უჴმს ქრისტეანესა საქმეთაცა კეთილთა მოგებაჲ:

...არისაჲ რაჲ ნიავინ“, რაჲთა გჳრგჳნთა მათ ზიარ იქმნეთ, რომელნი განმზადებულ არიან მოთმინეთათჳს, რაჲთა ჴმამანცა უფლისამან განკუეთოს ალი ცეცხლისა მის საუკუნოჲსაჲ და გრქუას თქუენ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი“, და შემდგომი ამისი.

ამან ჴმამან განკუეთოს ალი იგი გეჰენიისაჲ და გიჴსნნეს მისგან. უკუეთუ შთახჳდეთ აქა მოწყალებითა საჴუმილსა მას ჭირისასა გლახაკთა თანა და მიმოდაჰყაროთ იგი, მუნ იხილნეთ კაცნი მავალნი ცეცხლსა ზედა და არა შემწუარნი, არამედ მადლობისა შემწირველნი ქრისტესა, ვითარცა სამნი იგი ყრმანი. რამეთუ ჭეშმარიტად მსგავს მათდა იქმნებიან, რომელნი მადლობით თავს-იდებენ სიგლახაკესა. რამეთუ ამასცა საჴუმილ ეწოდების ჭირისა და განსაცდელისა, და ვითარცა-იგი შეითხინეს რაჲ ყრმანი ცეცხლსა და იწყეს გალობით კურთხევად უფლისა, არა თუ შეუხებელად ხოლო ეგნეს ალისა მისგან, არამედ საკრველნიცა მათნი განიჴსნნეს, ეგრეთვე, რომელი ჭირსა შინა და სიგლახაკესა შთავარდეს, უკუეთუ შეიწყნაროს მადლობით და მოთმინებით, საკრველნი ცოდვათა მისთანი განიჴსნებიან, და ალი იგი განსაცდელთაჲ დაშრტების, და უკუეთუ არა დაშრტეს, უსაკ-ჳრველეს იქმნების, რამეთუ წყაროდ გარდაიქცევის წყლის...

სრულად ნახვა