...ლო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე"** (მათ 25:14–15, 19–20). დიდია მონის კეთილკეთილგონიერებაც და უხვია უფლის კაცთმოყვარეობაც. მართლაც, რას ეუბნება? „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (). რაკი, ამბობს, დიდი კეთილგონიერება გამოავლინე შენზე რწმუნებულის გამოყენებაში, ღირსი ხარ, რომ კიდევ მეტი გენდოს. „მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე" (). დიდი მზრუნველობა აქვს ამ მონასაც თავისი უფლის ქონებაზე; ამიტომ ისიც იმავე ჯილდოს ღირსდება, რასაც პირველი. მაგრამ რატომ ღირსდება ორი ქანქარის მომტანი თანასწორ პატივს ხუთი ქანქარის მომტანთან? ეს სამართლიანია, — იმიტომ, რომ მეტ-ნაკლები შესაძინი არა ერთის გულმოდგინებითა და მეორის უდარდელობით განსხვავდებოდა, არამედ მათთვის რწმუნებული ქანქარების რაოდენობით. რაც შეეხება მათ მოშურნეობას — ორივემ თანაბრად გამოიჩინა; ამიტომ ჯილდოც თანაბარი მიიღეს.
2. ბოროტი მონა და სულიერი სარგებლის მოთხოვნა
მაგრამ ერთმა მონამ ამის მსგავსი არაფერი გააკეთა; არამედ რა? **„მოვ...