მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:13

12. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ.13. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს.14. ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი;
სახარებაჲ მათესი თავი 25
13. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის უგულებელყოფა და გლახაკთა მიმართ მოწყალება:

...მუდმივად რჩება და არავითარ ცვალებადობას არ ექვემდებარება. სწორედ იმისთვის დამალა ჩვენგან უფალმა ჩვენი სიკვდილის დღე, რომ მუდმივი ფხიზლობისა და სიფრთხილისკენ განგვაწყოს და ამგვარად სათნოებაზე მზრუნველობისკენ კიდევ უფრო მეტად წაგვახალისოს. „იღჳძებდით უკუე, — ამბობს იგი, — რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი" (). ჩვენ კი საპირისპიროდ ვიქცევით და მუდმივად ისეთი ძილით გვძინავს, ბუნებრივ ძილზე უმძიმესით. ბუნებრივი ძილით მძინარე ვერც ბოროტსა და ვერც კეთილს ჩაიდენს; ჩვენ კი სხვაგვარი ძილით გვძინავს — სათნოების საქმეებისთვის გვძინავს, ხოლო ბოროტ საქმეებისთვის ვიღვიძებთ; ბოროტ საქმეებს დაუზარელად ვასრულებთ, კეთილ საქმეებში კი დიდ დაუდევრობასა და მძინარობას ვიჩენთ. და ასე ვიქცევით, მაშინ, როცა ყოველდღე ვხედავთ, რომ ზოგნი ამქვეყნიდან მიდიან, ზოგნი კი ამჟამინდელ ცხოვრებაშიც მრავალ ცვალებადობას განიცდიან. თუმცა ცხოვრების ეს არამდგრადობა ვერ ასწავლის ჩვენს გონებას საკმარისად, ვერ აღძრავს ჩვენში სათნოებისკენ სწრაფვას, ვერ განგვაწყობს აწმყო სიკეთეთა ზიზღისა და მომავალთა სურვილისკენ, რომ ჩრდილებსა და სიზმრებს ჭეშმარიტება ვამჯობინოთ. ხომ აწმყო სიკეთენი ჩრდილებისა და სიზმრებისგან არაფრით განირჩევა? მაშ, ნუ მოვიტყუებთ თავს და ჩრდილებს ნუ დავედევნებით;...

სრულად ნახვა