თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუუკუე თქუას ვინმე ცუდადმეტყუელთაგანმან, ვი-თარმედ: ჰხედავა, ვითარი გულისსიტყუაჲ შემოვიდა უცნაურებისაგან დღისა მის? უკუეთუმცა საცნაურ იყო, არამცა ეთქუა მონასა მას, თუ: „ყოვნის უფალი ჩემი“. არამედ ესე სიტყუაჲ, ჵ კაცო, ცუდ არს და ამაო, რამეთუ არა უცნაურებისათჳს დღისა მის ქმნა ესე, არამედ რომელ უკე-თურ იყო მონაჲ იგი. უკუეთუ არა, სარწმუნოსა მას მონასა და ბრძენსა რად არა შეემთხჳა ესე? რამეთუ რაჲ არს ესე, უკუეთუ ყოვნის უფალი? ჵ უბადრუკო, განაღა მოელი მოსლვასა მისსა გინა თუ ადრე, გინა თუ ნელად, რაჲსათჳს უკუე არა ჰზრუნავ თავსა შენსა? ხოლო ჩუენ ვისწავებთ, ვითარმედ არცა თუ ყოვნის მოსლვად, რამეთუ ესე სიტყუაჲ, თუ: „ყოვნის“, არა უფლისაჲ არს, არამედ ბოროტისა მის მონისაჲ. ხოლო ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „უფალი ახლოს არსო, ნუ ჰზრუნავთ“; და კუალად იტყჳს: „მომავალი იგი მოვიდესო და არა ყოვნოს“. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ უფროჲსად უმეცრებაჲ იგი დღისაჲ მის და უცნაურობაჲ ფრიად სარგებელ არს მონათათჳს, რაჲთა მარადის განკრძალულ...
სახარებაჲ მათესი 24:50
49. და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,50. მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის,51. და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 24