მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:45

44. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.45. ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.46. ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.
სახარებაჲ მათესი თავი 24
45. ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მსახურთა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი ჟამსა თჳსსა? ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი თჳსი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველსა ზედა მონაგებსა დაადგინოს იგი“ (24,45-47).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: თქუთღა, შვილნო მწვალებელთანო, ნუუკუე ესეცა სიტყუაჲ უმეცრებასა მოასწავებსა? უკუეთუ რომელ-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: „დღისა მისთჳს არავინ უწყის“, და იტყჳ, თუ: ძე უმეცარ არს დღესა მას, აწ აქა რაჲ სთქუა, რომელ-ესე იტყჳს: „ვინ-მე არს მონაჲ იგი“? ნუუკუე სთქუა, თუ ამასცა უმეცარ არსა? ნუ იყოფინ! ამას არცა თუ სრულიად განცჳბრებულნი იტყჳან. ანუ ოდეს-იგი იტყოდა ლაზარესთჳს, „სადა დასდევითო“; და კუალად მამისათჳსცა იპოვებიან ესევითარნი სიტყუანი, რამეთუ მან თქუა: „ადამ, სადა ხარო“; და კუალად იტყჳს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს, და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მა-თისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკუეთუ არა, რაჲთა ვცნა“; და სახარებასა შინა იტყჳს: „რაჲ ვყო? მივავლინო ძე ჩემი საყუარელი, ვინ იცის, შეიკდიმონ“.

ესე ყოველნი სიტყუანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:45-51 — ერთგული და ბოროტი მონა:

45-47. ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა. ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.- საგონებელში ჩავარდნილი უფალი კითხულობს: ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა, რითაც გვაჩვენებს, რომ ამგვარნი იშვიათნი და ძნელად საპოვნელნი არიან. სახლის განმგებელს ორი თვისება მოეთხოვება: ერთგულება და გონიერება. უკეთუ ერთგულია, თვითონ არაფერს იპარავს, მაგრამ უგუნურია და ქონებას ამაოდ ანიავებს, ან: გონიერია, მაგრამ თვითონ იპარავს, სულ ერთია, ორსავე შემთხვევაში უსარგებლოა. ხოლო ის, ვინც ერთგულიცა და გონიერიც ერთდროულად გამოდგება, უმაღლეს ჯილდოს - ცათა სასუფეველზე ვამბობ - მიიღებს. ყოველივესი, რაც კი ღმერთს ეკუთვნის, მემკვიდრენი წმინდანები იქნებიან. სანდო და გონიერი მონა ის მოძღვარია, რომელიც ყოველს იმათგან, ვისაც ასწავლის, შესაბამის სულიერ საზრდელს დროულად აწვდის. მაგალითად პავლე, რომელიც ჯერ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის