თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ გჳბრძანებს, რაჲთა მარადის სათნოებასა შინა ვიყვნეთ და მარადის ვზრუნვიდეთ აღსასრულისათჳს, რამეთუ უკუეთუმცა იცოდეს კაცთა ჟამი სიკუდილისაჲ, უეჭუელად მას ჟამსა მოსწრაფებასამცა შინა იყვნეს; გარნა არა ჰნებავს უფალსა, რაჲთა მას ოდენ ჟამსა ვიქმოდით კეთილსა, არამედ მარადის და ყოვლადვე. ამისთჳს არა საცნაურ-ყო არცა ზოგადი იგი ყოველთა აღსასრული, არცა კაცად-კაცადისაჲ, რაჲთა მარადის მოველოდით და მარადის კეთილსა ვიქმოდით, რაჲთა ესრეთ ვიპოვნეთ. ამას ადგილსა განცხადებულად უფლად უწოდა თავსა თჳსსა, რომელ-ესე სხუასა ადგილსა არა ეთქუა ესრეთ ცხადად: „იღჳძებდითო, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს“. და აყუედრებს უდებთა, რომელ ესოდენიცა მღჳძარებაჲ არა აქუს ცხორებისათჳს სულთა თჳსთაჲსა, ვითარ-იგი სხუანი შიშისათჳს მპარავთაჲსა აჩუენებენ. ხოლო ვინაჲთგან დღე იგი საშჯელისაჲ აჴსენა, მოძღუართა მიმართ მიაქცევს სიტყუასა თჳსსა და იტყჳს:
სახარებაჲ მათესი 24:43
42. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.43. ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.44. ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.
სახარებაჲ მათესი თავი 24