მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:37

36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან.37. ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.38. რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად,
სახარებაჲ მათესი თავი 24
37. ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ პირველ წყლითრღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოვე კიდობნად, და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (24,37-39).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ამისთჳს თქუა, რაჲთა გუასწაოს, ვითარმედ უცნაურად და მოულოდებელად მეყსა შინა მოვალს, და უმრავლესნი შუებასა შინა იპოვნენ, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „დღჱ იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, ეგრეთ მოიწიოს. რაჟამს თქუან: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ, მაშინ მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა სრვაჲ, ვითარცა სალმობაჲ იგი შობადისაჲ მიდგომილსა, და ვერ განერნენ“.

ვითარ უკუე იტყჳს უფალი, ვითარმედ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? რამეთუ უკუეთუ შუებაჲ არს მაშინ და „მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარ იტყჳს უფალი, თუ: „შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა“? უკუეთუ შუებაჲ ყოფად არს, ვითარ იყოს ჭირი? გულისჴმა-ყავთ ესე სიტყუაჲ.

შუებაჲ აქუნდეს უგუნურთა და ულმობელთა. ამისთჳსცა არა თქუა მოციქულმან, თუ: მშჳდობაჲ იყოს, არამედ: „რაჟამს თქუანო, თუ: მშჳდობაჲ და კრძალულებაჲ“. მათსა მას უგუნურებასა გამოაჩინებს. ვითარცა-იგი ნოვეს ზე უგულისხმონი იგი იშუებდეს, ხოლო მართალნი მწუხარებასა შინა იყვნეს, ეგრეთვე უფალი გუასწავებს და მოციქული წამებს, ვითარმედ დღეთა მათ, ოდეს...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:36-41 — დღე და ჟამი უცნობია:

36. ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. - აქ უფალი მოწაფეებს ასწავლის, რომ არ ეძიონ ცოდნა იმისა, რაც კაცობრივ გონებას აღემატება. ამბობს რა არცა ანგელოზთაო, მოწაფეთა სწრაფვას, ახლავე შეიტყონ ის, რაც ანგელოზებმაც არ იციან, ზღვარს უდებს, ხოლო სიტყვებითგარნა მამამან მხოლომან, ლტოლვას ამის გაგებისაკენ მომავალშიც გზას უღობავს. რომ ეთქვა: მე კი ვიცი, მაგრამ არ მსურს თქვენ გითხრათო, დამწუხრდებოდნენ, რადგან იფიქრებდნენ, რომ არაფრად აგდებდათ. ხოლო როცა უთხრა, რომ არც ძემან იცის, არამედ მხოლოდ მამამო, ამით გამოძიება დაუშალა. ისევე როგორც მამებს ხშირად უჭირავთ ის, რასაც ბავშვები ეძებენ, მაგრამ რადგან მიცემა არ უნდათ, მალავენ და ეუბნებიან, ჩვენ არ გვაქვს ის, რასაც თქვენ ეძებთო, და ბავშვებიც ტირილს წყვეტენ, ასევე უფალიც მოციქულთა დასაწყნარებლად, რომელთაც დღისა და საათის შეტყობა სურდათ, ამბობს, რომ არც მე ვიცი, არამედ მხოლოდ მამამო. სინამდვილეში კი იმაზე, რომ მან ის დღეც იცის და საათიც, მრავალი რამ მეტყველებს. ყოველივე, რაც მამას აქვს, აქვს ძესაც, უკეთუ მამამ იცის ის დღე, იცის იგი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:

...ეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროჲსად აწ იყოსა აღსასრული? არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი შიშითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ოდეს არა უწყოდით, არამედ უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს“. ; რამეთუ მეყსა შინა მოიწევის, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ უცნაურად მეყსა შინა ეწიის დედაკაცსა, რაჟამს არა მოელინ, მრავალგზის. და ამისთჳს ვიყვნეთ მარადის მზა, რამეთუ მარადის არა მოგუეცემის ჟამი სინანულისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“ არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა მოწყალე გუექმნეს მას დღესა უფალი, და ვპოვოთ შენდობაჲ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა