...მოცხადებაჲ და მისცნა კლიტენი სასუფეველისანი კაცსა მოკუდავსა, და ჴელმწიფებაჲ იგი შეკრვისა და განჴსნისაჲ, და დააფუძნა ეკლესიაჲ კლდესა მას ზედა ჭეშმარიტისა აღსაარებისასა, და ეკლესიაჲ კიდეთაგან ქუეყანისათა კიდედმდე მისა განჰმარტა და ბრძანა, ვითარმედ: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, და სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“. რაჲ არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა?
ჰრცხუენოდენ უკუე და კდემებოდენ და დაიყვნედ პირნი იგი ურცხჳნონი, რომელნი იკადრებენ დაკნინებად დიდებასა მას მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, რამეთუ იხილეთ ამას მებრ ადგილსა თანასწორი მამისა ჴელმწიფებაჲ ძისაჲ: „მე გეტყჳ შენ: შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი. და მე მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.
იხილეა უფლებაჲ ესე და ჴელმწიფებაჲ? გრწმენინ უკუე და ადიდებდი ძესა, თანასწორსა მამისა და სულისა წმიდისა თანაარსსა.