მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:33

32. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.33. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.34. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.
სახარებაჲ მათესი თავი 24
33. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამე-თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეთცა თქუენ, იხილოთ ოდეს ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“ (24,32-33).:

ზემო თქუა, ვითარმედ შემდგომად ჭირისა მათ დღეთაჲსა იქმნას მოსლვაჲ მისი, ხოლო მათ სწადოდა, რაჲთა იგი მებრ დღჱ მოსლვისა მისისაჲ ეუწყოს. ამისთჳს იგავი ესე ლეღჳსაჲ მიუთხრა, რაჲთა უჩუენოს, ვი-თარმედ მახლობელად საქმეთა მათ ყოფად არს მოსლვაჲ მისი. ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“.

ხოლო ამათ სიტყუათა მიერ სხუასაცა მოასწავებს, ესე იგი არს, ვი-თარმედ: მას დღესა მართალთათჳს ზაფხული იქმნების სულიერი და დაწყნარებაჲ ტკბილი ზამთრისა წილ ამის სოფლისა, რომელი ჭეშმარიტად ზამთარი არს ფიცხელი; ხოლო ცოდვილთათჳს უმეტესად მაშინ იქმნების ზამთარი და ჭირი, ვითარცა ქუემორე იტყჳს, ვითარმედ: მსგავსად წყლითრღუნისა მის მეყსეულად მოიწიოს მათ ზედა დღჱ იგი, ჭამდენ რაჲ და სუმიდენ და განსცხრებოდინ. იტყჳს უკუე, ვითარმედ: ვითარცაიგი ფურცელი რაჲ გამოაქუნ ლეღუსა, უეჭუელად ზაფხული მოიწიის, ეგრეთვე ესე ყოფად არს, თჳნიერ ყოვლისა იჭჳსა და ცილობისა; ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა აღდგომისათჳს იტყოდა და მარცუალი იფქლისაჲ სახედ შემოიღო და თქუა: „უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:32-35 — ლეღვის ხის იგავი:

32-33. ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. - რაჟამს ყოველივე ეს მოხდება, სამყაროს აღსასრულსა და ჩემს მოსვლამდე დიდი დრო აღარ დარჩებაო, ამბობს. ზაფხულს მომავალ საუკუნეს უწოდებს, როცა მართალთ ქარიშხალთაგან მოსვენების ჟამი დაუდგებათ, ხოლო ცოდვილებს - ქარიშხალთა და შფოთისა. ვითარცა თქვენ, - ამბობს მაცხოვარი, - მხილველნი ლეღვის რტოებისა და ფურცლებისა, ზაფხულს ელოდებით, ასევე, იხილავთ რა იმ ნიშნებს, რომელთა შესახებაც გითხარით, სახელდობრ, შეცვლას მზისა და მთვარისა, გქონდეთ მოლოდინი ჩემი მოსვლისა.

34-35. ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. - ნათესავი ესე აქ არა იმდროინდელ თაობას, არამედ მორწმუნეთა მოდგმას ეწოდება და იმ აზრს გამოხატავს, რომ, ვიდრემდე ყოველივე ეს არ მოხდება, არც მორწმუნეთა მოდგმა გარდაეგება. როცა შიმშილობასა და ჭირზე მოისმენთ, ნუ იფიქრებთ, რომ მორწმუნეთა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“ (3,10).:

...მეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“.

არარაჲ არს უსაშინელეს ამის იგავისა, რამეთუ არღარა მანგალსა შემოიღებს მფრინვალესა, არცა დარღუევასა ზღუდისასა და მოჴდასა ღობისასა და დათრგუნვასა ვენაჴისასა, არამედ ცულსა აღლესულსა, და უსა-შინელესი იგი არს, რომელ ძირთა თანა ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე იგი უფლისაჲ? და: „მოვედინ გაზრახვაჲ წმიდისა მის ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვიხილოთ“. რომელ მრავალგზის წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულის, ამისთჳს ჰრქუა მათ ქადაგმან ჭეშმარიტებისამან, ვითარმედ ახლოს არს ძირსა თანა ხეთასა მდებარე მოწევნადი იგი განდგომილთა ზედა რისხვაჲ, რამეთუ არღარაჲ არსო შორს, არამედ მახჳლი აწვე ძირსა მიახლებულ არს. არა თქუა, თუ: რტოთა ზედა მდებარე არს ანუ ნაყოფსა, არამედ ძირთა ზედა, რაჲთა მოასწავოს სრულიად აღმოფხურაჲ მათი და მოსპოლვაჲ. რამეთუ არა მონაჲ არს მოსრული ესეო, ვითარცა პირველნი იგი, არამედ თავადი მეუფე და უფალი, მოსაჯული ცხოელთა და მკუდარ-თაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და მიცემად გეჰენიასა....

სრულად ნახვა