თ ა რ გ მ ა ნ ი: „სასწაული ძისა კაცისაჲ“ არს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯუარი, რომელი-იგი მაშინ გამოჩინებად არს; უბრწყინვალეს არს მზისთუალისა, რამეთუ იგი დაბნელდების, ხოლო ესე ბრწყინავს, ესოდენ უმეტეს იყოს ნათელსა მზისასა ბრწყინვალებაჲ მისი. ხოლო რაჲსათჳს გამოჩნდების სასწაული იგი ჯუარისაჲ? რაჲთა სრულიად სირცხჳლეულ იქმნენ და პირი დაეყოს უშჯულოთა ჰურიათა, და რაჲთა ვიხილოთ ყოველთა კაცთა სახე იგი სიკუდილისა მისისაჲ, რომელი ჩუენთჳს თავს-იდვა: წყლულებანი იგი და სიკუდილი საყუედრელი და შეურაცხი. ამისთჳს ჯუარითა მოვალს ქრისტე განკითხვასა მას, რაჲთა დიდად განმართლდეს საშჯელი მისი.
სახარებაჲ მათესი 24:30
29. ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.30. და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა.31. და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა.
სახარებაჲ მათესი თავი 24