თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისთჳს თჳსაგან მოუჴდეს, რამეთუ საქმეთათჳს დიდ-თა ჰკითხვიდეს, რამეთუ სურვიელ იყვნეს სწავლად დღესა მას მოსლვისა მისისასა, რაჲთა ღირს იქმნესმცა ხილვად დიდებასა მას გამოუთქუმელსა და მიმთხუევად კეთილთა მათ დაუსრულებელთა. და იყო კითხვაჲ მა-თი ორისა საქმისათჳს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოსო ესე?“ რომელი „ესე“? - დარღუევაჲ იგი მის ტაძრისაჲ. ვითარმცა ეტყოდეს, თუ: გუაუწყე, რომელი-ესე აწ სთქუ, ვითარმედ: „არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, ვიდრემდე ყოველი დაირღუეს“, ოდეს ყოფად არს ესე საქმე? და კუალად თქუეს: „რაჲ არს სასწაული შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ ერთად, დარღუევაჲ ამის ტაძრისაჲ და მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ ოდეს იყოსო, და მეორედ, რაჲ სასწაული ვიცოდითო შენისა მის კუალად მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ. ხოლო ლუკა მახარებელი ერთსა ოდენ იტყჳს საქმესა კითხვად - დარღუევისა მისთჳს იერუსალჱმისა, რამეთუ ჰგონებდეს მაშინვე ყოფად მოსლვისა მისისა. და კუალად მარკოზ იტყჳს, ვითარმედ სიტყუასა ამას პეტრე და იოვანე იწყეს კითხვად, ვითარცა უმეტესისა კადნიერებისა ღირსქმნულთა.
სახარებაჲ მათესი 24:3
1-2. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. - ტაძრიდან გამოსვლით იესომ აჩვენა, რომ იუდეველებს განშორდა, როგორც თქვა: დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად, ისევე მოიქცა. მოწაფეებს ტაძრის დანგრევას უწინასწარმეტყველებს. მაშინ, როცა ისინი მიწიერისას ზრახვიდნენ, ნაგებობის სილამაზე უკვირდათ და მას ქრისტეს აჩვენებდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ: ნახე, ცარიელს როგორ შენობას ტოვებო. მან ისინი მიწიერ ზრახვებს მოსწყვიტა, მათი ყურადღება ზეციერი იერუსალიმისკენ წარმართა და თქვა: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა. თქვა რა ეს, ჰიპერბოლის გამოყენებით, ნაგებობის სრულ განადგურებაზე მიანიშნა.
3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? - მარტოდ დარჩენილთან მოწაფენი მივიდნენ, რომელთაც განზრახული ჰქონდათ მისთვის...
...ამგვარად, კანონს უმთავრესად ეს განსაკუთრებული თვისება აქვს: უკვდავება და მარადიულობა; ასეთია ქმნილების კანონიც, ბუნებითი კანონიც, სიბრძნისმოყვარეობის კანონიც და ახალი აღთქმის კანონიც. ამიტომ ამბობს: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ“ (), რითაც მათ უცვლელობას აცხადებს. რადგან ყველაფერი, რისი დარჩენაც ღმერთს სურს, მარადიულად რჩება და არაფერია, რაც მათ შეარყევს.
„შექმნულ არიან ჭეშმარიტებით და სიწრფოებით“ (). რას ნიშნავს „ჭეშმარიტებით და სიწრფოებით“? ამბობს: მათში არაფერია მრუდე, არაფერია გახლართული, არაფერია ბუნდოვანი, არაფერია ვინმეს მიმართ კეთილგანწყობის ან მტრობის გამო დადგენილი, არამედ ყოველივე სასარგებლოსა და გამოსადეგს ემსახურება; არა ისე, როგორც ადამიანური კანონები, რომელთაც ბევრი წარმავალი აქვთ, ბევრი ბუნდოვანი და ბევრი ადამიანური. რადგან ბევრი კანონი ხშირად ადამიანური ვნებებისგან დადგენილა. ზოგმა მტერზე შურისძიებისას, ან მეგობრისთვის წყალობის გაწევის სურვილით, ასე შეადგინა დაწერილი კანონებ...
...როგორ? უფრო ადვილია, მზე ჩაქრეს, ვიდრე ეკლესია გაქრეს. ვინ ქადაგებს ამას? - ამბობს იგი.
ის, ვინც იგი დააფუძნა: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ“ (). მან ეს არა მხოლოდ თქვა, არამედ აღასრულა კიდეც; რადგან რატომ დააფუძნა ეკლესია ზეცაზე აღმატებულად? რადგან ეკლესია ზეცაზე უფრო პატივცემულია. რისთვის არის ზეცა? ეკლესიისთვის, და არა ეკლესია ზეცისთვის. ზეცა კი ადამიანისათვის არის, და არა ადამიანი ზეცისათვის. ეს ცხადია იქიდანაც, რაც თვითონ გააკეთა. რადგან ქრისტემ ზეციური სხეული არ მიიღო.
მაგრამ, რათა სიტყვის განვრცობით დღეს კვლავ მევალეებად არ წავიდეთ, რადგან იცით, რაც გუშინ დაგპირდით, მზად ვართ დღეს გადავიხადოთ. რადგან სწორედ ჩამორჩენილთა გამო...
...და სინამდვილეში არ არსებობს, აქ მომხდარი ამბებით ეს ნათელი გახადა. ან განა არ გგონია, რომ წარღვნაც და სრული განადგურების მომტანი ცეცხლის წვიმაც გეენიის სიმბოლოა? რადგან ამბობს: როგორც ნოეს დღეებში „იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს“ (), ასევეა ახლაც. მაშინ დიდი ხნით ადრე თქვა წინასწარ, ახლაც კი ოთხასი ან მეტი წლით ადრე წინასწარ ამბობს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს; ყველანი ამ საქმეს ზღაპრად მიიჩნევენ, ყველანი სიცილად, არავის აქვს შიში, არავინ ტირის, არავინ იცემს მკერდს. ცეცხლის მდინარე დუღს, ალი ინთება, ჩვენ კი ვიცინით, ნებივრობაში ვართ და უშიშრად ვცოდავთ. არავინ არასოდეს იგონებს იმ დღეს, არავინ იაზრებს, რომ აწმყო წარმავალია და ეს ყოველივე დროებითია, თუმცა თავად მოვლენები ყოველდღე ღაღადებენ და ხმას გამოსცემენ. უდროო სიკვდილები, მოვლენათა ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სიცოცხლეშივე ხდება, ავადმყოფობანი და სხვა სნეულებებიც კი ვერ გვასწავლიან. ცვლილებებს მხოლოდ ჩვენს სხეულებშ...
...და რა არის საკვირველი, თუ ჩვენც ეს გვემართება? რადგან თვით იმ წმინდა მოციქულებიც ყველაზე მეტად სწორედ ამით იყვნენ შეპყრობილნი: ვნებამდე მივიდნენ ქრისტესთან და უთხრეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?“ (). ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი მას ეუბნებოდნენ: „უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?“ (), და ამაზე უწინ მას არაფერს ეკითხებოდნენ.
მაგრამ ამის შემდეგ ასე აღარ ყოფილა: როცა სულიწმინდის ღირსნი გახდნენ, არა მხოლოდ თვითონ აღარ კითხულობდნენ და არც იმ უცოდინრობის გამო შფოთავდნენ, არამედ იმათაც აცხრობდნენ, ვისაც ეს უდროო ცნობისმოყვარეობა სნეულებად შეჰყროდა. მაშ, მოისმინე, რას ამბობს ახლა ნეტარი პავლე: „ხოლო ჟამთა მათთჳს და წელთა, ძმანო, არა გჳჴმს მიწერად თქუენდა,“ (). რატომ არ თქვა: „არავინ იცისო“? რატომ არ თქვა: „არ...
...ბს ისინი გამოჰყავთ, მაგრამ ამას უკვე თავიანთი ძალით კი არ აკეთებენ, არამედ იმ ხმის (ბრძანების) ძალით. ამას ქრისტე სხვაგანაც ამბობს: „და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე კიდედმდე მათა.“ ().
და ყველგან ხედავ, როგორ მიმოდიან ანგელოზები. ამიტომ ვფიქრობ, მთავარანგელოზი წარგზავნილთა ზედამდგომია და ამას ღაღადებს: „ყველანი მზად გახადეთ, რადგან მსაჯული აქ არის“. რას ნიშნავს: „უკანასკნელი საყვირით“? აქ აჩვენებს, რომ მრავალი საყვირი გაისმის და მსაჯული უკანასკნელი საყვირის დროს ჩამოდის. და ამბობს: „და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.“ (). ასე რომ, **„ვინაჲცა...
...ეთუ მას ჟამსა ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან, არა უფროჲსად აწ იყოსა აღსასრული? არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩუენნი შიშითა ღმრთისაჲთა, რამეთუ ოდეს არა უწყოდით, არამედ უზრუნველ ვიყვნეთ, მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ვითარცა დღეთა ნოესთაო და ლოთისთა, ესრეთ იყოს“. ; რამეთუ მეყსა შინა მოიწევის, ვითარცა სალმობაჲ შობადისაჲ უცნაურად მეყსა შინა ეწიის დედაკაცსა, რაჟამს არა მოელინ, მრავალგზის. და ამისთჳს ვიყვნეთ მარადის მზა, რამეთუ მარადის არა მოგუეცემის ჟამი სინანულისაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჯოჯოხეთს შინა ვინ-მე აღგიაროს შენ?“ არამედ აქავე შევინანოთ, რაჲთა მოწყალე გუექმნეს მას დღესა უფალი, და ვპოვოთ შენდობაჲ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
...ოკუდის“. ეგრეთვე აქა, უეჭუელად ყოფადისა მისთჳს საქმისა ლეღჳ იგავად მოიღო, ვითარმედ: „ეგრეთცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა“. ხოლო რაჲთა არა კუალად პირველსა მას გულისსიტყუასა მოვიდენ და ჰრქუან, თუ: „ოდეს იყოს ესე?“ ამისთჳს ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი „ესე ყოველი“? მითხარღა. ესე იგი არს მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუვარნი იგი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ ყოველსა სოფელსა, შფოთნი იგი და ჭირნი, რომელნი ყოფად არნ ანტეს მიერ ვიდრე მოსლვადმდე უფლისა.
ხოლო ვითარ იტყჳს, თუ: „არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს“? არა თუ მის ნათესავისათჳს იტყჳს, რომელი მაშინ იყო, არამედ ნათესავისათჳს მორწმუნეთაჲსა; რამეთუ ესე წეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაჲთა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელ-სდებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანცა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: „ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფა...
...მოცხადებაჲ და მისცნა კლიტენი სასუფეველისანი კაცსა მოკუდავსა, და ჴელმწიფებაჲ იგი შეკრვისა და განჴსნისაჲ, და დააფუძნა ეკლესიაჲ კლდესა მას ზედა ჭეშმარიტისა აღსაარებისასა, და ეკლესიაჲ კიდეთაგან ქუეყანისათა კიდედმდე მისა განჰმარტა და ბრძანა, ვითარმედ: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, და სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“. რაჲ არს უმეტეს ამის სწორებისა და ამის ერთობისა, ჭეშმარიტისა და სრულისა?
ჰრცხუენოდენ უკუე და კდემებოდენ და დაიყვნედ პირნი იგი ურცხჳნონი, რომელნი იკადრებენ დაკნინებად დიდებასა მას მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, რამეთუ იხილეთ ამას მებრ ადგილსა თანასწორი მამისა ჴელმწიფებაჲ ძისაჲ: „მე გეტყჳ შენ: შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი. და მე მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“.
იხილეა უფლებაჲ ესე და ჴელმწიფებაჲ? გრწმენინ უკუე და ადიდებდი ძესა, თანასწორსა მამისა და სულისა წმიდისა თანაარსსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე“ (...
...მეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“.
არარაჲ არს უსაშინელეს ამის იგავისა, რამეთუ არღარა მანგალსა შემოიღებს მფრინვალესა, არცა დარღუევასა ზღუდისასა და მოჴდასა ღობისასა და დათრგუნვასა ვენაჴისასა, არამედ ცულსა აღლესულსა, და უსა-შინელესი იგი არს, რომელ ძირთა თანა ძეს. ესე იგი არს, „ახლოს არს, კართა ზედა“. ; რამეთუ ვინაჲთგან წინაწარმეტყუელთა მიერ თქუმულსა ურწმუნო ექმნებოდეს და იტყოდეს: სადა არს დღე იგი უფლისაჲ? და: „მოვედინ გაზრახვაჲ წმიდისა მის ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვიხილოთ“. რომელ მრავალგზის წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი შემდგომად მრავლისა ჟამისა აღესრულის, ამისთჳს ჰრქუა მათ ქადაგმან ჭეშმარიტებისამან, ვითარმედ ახლოს არს ძირსა თანა ხეთასა მდებარე მოწევნადი იგი განდგომილთა ზედა რისხვაჲ, რამეთუ არღარაჲ არსო შორს, არამედ მახჳლი აწვე ძირსა მიახლებულ არს. არა თქუა, თუ: რტოთა ზედა მდებარე არს ანუ ნაყოფსა, არამედ ძირთა ზედა, რაჲთა მოასწავოს სრულიად აღმოფხურაჲ მათი და მოსპოლვაჲ. რამეთუ არა მონაჲ არს მოსრული ესეო, ვითარცა პირველნი იგი, არამედ თავადი მეუფე და უფალი, მოსაჯული ცხოელთა და მკუდარ-თაჲ, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს ტანჯვად და მიცემად გეჰენიასა....