მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:16

15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.16. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.17. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა.
სახარებაჲ მათესი თავი 24
16. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ გარეუკუნიქცევინ კუალად აღებად სამოსლისა თჳსისა“ (24,16-18).:

პირველად თქუა ბოროტთა მათთჳს, რომელნი მოწევნად იყვნეს ქალაქსა მას ზედა, მერმე წარმოთქუნა განსაცდელნი იგი, რომელ შემთხუევად იყვნეს მოციქულთადა, და ვითარ უძლეველ-ყოფად იყვნეს და ყოვლისავე სოფლისა ეგულებოდა მოვლაჲ ქადაგებითა მით საღმრთოჲთა; ხოლო აწ კუალად ბოროტთა მათ ჰურიათა ზედა მომავალთა იტყჳს, რაჲთა საცნაურ-ყოს, ვითარმედ: ოდეს მოციქულნი ბრწყინვიდენ ყოველსავე სოფელსა მოძღურებითა საღმრთოჲთა, მაშინ ჰურიანი უკუანაჲსკნელთა ჭირთა და ბოროტთა შინა იყვნენ.

და იხილე, ვითარ გამოაცხადებს სიძნელესა მის ბრძოლისასა და იტყჳს: „მაშინ რომელი ჰურიასტანს იყოს, ივლტოდენ მთად“. ესე იგი არს, ოდეს ესე ყოველი იქმნებოდის, ოდეს საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ დადგეს ადგილსა წმიდასა, რომელ არიან მჴედრობანი იგი უესპასიანეს და ტიტესნი, მაშინ ძლიერად ივლტოდეთ, რამეთუ არღარა არს თქუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ. ესე ამისთჳს თქუა, რამეთუ პირველცა იქმნა მათ ზედა მრავალგზის მოწევნაჲ მბრძოლთაჲ, და კუალად განძლიერდეს, ვითარ-იგი სენაქერიმის ზე და ანტიოხოზის ზე, რამეთუ მაშინცა მოუჴდეს მჴედრობანი და დაიპყრეს ტაძარი, არამედ აღდგეს მაკაბელნი და მოაქციეს საქმჱ თჳსი უმჯობესად.

ხოლო...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:15-20 — იერუსალიმის მოოხრება:

15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. - საძაგელი მოოჴრებისაჲ სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებელმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოოჴრებისაჲ, - იმიტომ რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო საძაგელი კი იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ.

16-18. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. - მიანიშნებს რა საშინელ უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი მათ უკან მოუხედავად გაქცევას უბრძანებს, ისე რომ, არ უნდა ეზრუნათ არაფერზე, რაც სახლში ჰქონდათ, არც სამოსსა და არც სხვა რამ ნივთზე. ზოგიერთები "საძაგელში მოოჴრებისა" ანტიქრისტეს გულისხმობენ, რომელიც სამყაროს ნგრევისა და ეკლესიათა რღვევის ჟამს გამოჩნდება და ტაძარში დაჯდება, და შესაბამისად ამისა, ბრძანებაც გაქცევისა ასე ესმით; ის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის